საქართველოში კოვიდპაციენტებთან სამუშაოდ „ექიმი” რობოტების შემოყვანა იგეგმება

საქართველოში ქართულ ენაზე ადაპტირებული „ექიმი” რობოტების შემოყვანა იგეგმება, – ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია mydoc.ge-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი სასანიამ განუცხადა.
საქართველოში კოვიდპაციენტებთან სამუშაოდ „ექიმი” რობოტების შემოყვანა იგეგმება

სასანიას თქმით, სახელმწიფო რობოტებს კოვიდ სასტუმროებსა და კლინიკებში გამოიყენებს.

„რობოტი პეპერი კი ღიმილს იწვევს ჩვენში, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს, რომელიც პანდემიის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მას შეუძლია რომ მივიდეს პაციენტებთან და ტელესამედიცინო არხების საშუალებით მოხდეს კონსულტაცია, დისტანციურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა ვიზუალურად, გამოკითხოს და ა.შ. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენ ხშირად გვესმის პაციენტებისგან ჩივილი, რომ უყურადღებოდ არიან, ვერ ესაუბრებიან ექიმებს. სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე შევთავაზებთ საზოგადოებას. ჩვენი კომპანია მუშაობს რობოტების ადაპტაციაზე საქართველოში და ალბათ სახელმწიფო გამოიყენებს კოვიდ სასტუმროებში თუ კლინიკებში. იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება, გვინდა, რომ რამდენიმე პილოტური მოდელი ჩამოვიტანოთ საქართველოში, რომელიც იქნება ქართულად ადაპტირებული. მას შეეძლება რომ მივიდეს, დაიაროს პალატები, ნახოს პაციენტები, მიუტანოს წამლები, გამოკითხოს, დაელაპარაკოს სპეციალისტის საშუალებით“, –  განაცხადა ირაკლი სასანიამ, mydoc.ge-ის თანადამფუძნებელმა.

წყარო: bm.ge