“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელიწადია. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ ეს წელი აყვავებისა და ზეიმის პერიოდი იქნება ემოციური გრძნობების კუთხით.

 

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

გაზაფხულიდან კი, როცა ბუნება გამოიღვიძებს და დათბება, ადამიანების ურთიერთობებშიც თბილი გრძნობები გაჩნდება, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება წლის შუა ნაწილში.

თეთრი ლითონის ხარს არ უყვარს ფუჭი ლაყბობა და უზომოდ აფასებს შრომისმოყვარეობას, ამიტომ თავისი კონსერვატიულობიდან გამომდინარე, ხარი ამ წელს მხოლოდ იმ ნიშნებს დაეხმარება, რომლებსაც გამოცდილი და სწორი გზები უყვართ.

ხარი წინსვლისა და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა, ხოლო მეტალი სიმტკიცის, გამძლეობისs და ხელშეუხებლობის. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე წარმატებულები იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც ამბიციური და ურყევი ხასიათი აქვთ.

თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ, ნუ დაელოდებით გარშემომყოფების დახმარებას. გამოავლინეთ დამოუკიდებლობა – ეს არ ეხება მარტო კარიერას, პირად ცხოვრებაშიც თავად, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეცადეთ, ნაკლებად მოექცეთ გარშემომყოფების გავლენის ქვეშ.

თუ ამ წელს ვინმე მოგეწონებათ, ეს თამამად თქვით, ხარის წელში თავის მოჩვენება და სასიყვარულო თამაშები ნეგატიურ შედეგს გამოიღებს.

თამამად შეგიძლიათ ხელი თხოვოთ თქვენს რჩეულს, რადგან კარგი წელია ერთგული ოჯახის შესაქმნელად.

რაც შეეხება ჯამრთელობას აქ ყველაფერი მარტივად არის. ხარის წელში ძალების სწრაფად შემოდინება ხდება. მთავარია. შეძლოთ და ეს ძალები სწორად მომართოთ.

რაც შეეხება გართობასა და დასვენებას, უპირატესობა მიანიჭეთ მოგზაურობას. ხარის წელი დაუვიწყარ თავგადასავლებს გიმზადებთ. თუმცა, ყველა ზოდიაქოს ნიშანს სხვადასხვა გამოწვევა ელოდება 2021 წელს.

ვერძი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

მაგალითად, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ხარის წელიწადი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მხოლოდ იმიტომ მეორდება, რომ ვერძს მოთმინება ასწავლოს, მაგრამ ვერძებს ტყუილად კი არ გაქვთ ყველაზე ჯიუტი ნიშნის იარლიყი „მოწებებული“. აქედან გამომდინარე, თქვენ ბოლო ძალამდე შეეწინააღმდეგებით ხარს, მაგრამ გარკვეულ მომენტში, როცა ცოტა დამშვიდდებით, დაინახავთ, რომ ის, რასაც ადრე დაჟინებული ბრძოლით აღწევდით, ახლა თავისით ჩაგივარდათ ხელში.

უბრალოდ, ხარს მომთმენი და შრომისმოყვარე ადამიანები უყვარს და თუ შეძლებთ საკუთარი იმპულსურობის გადალახვას, 2021 წლის ბოლოს აუცილებლად იტყვით: „ეს შესანიშნავი წელი იყო“.

კურო

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

საინტერესოა. გამონახავენ თუ არა საერთო ენას ხარი და კურო? დიახ! რა თქმა უნდა. კუროებისთვის 2021 წელი იქნება, როგორც მოგება ლატარიაში. თქვენი საზრიანობა და გამჭრიახობა წლის სიმბოლოს მხრიდან ყველანაირად იქნება მხარდაჭერილი, რაც კარგ სულიერ და მატერიალურ დივიდენდებს მოგიტანთ.

გარდა ამისა, ამ წელს კუროებს გელოდებათ ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და შესაძლოა, ძირფესვიანადაც კი. ამისთვის ირგვლივ მყოფებისთვის მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოთ.

ტყუპები

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

გაფრთხილება ტყუპებს!!!! ბუნებრივი მომხიბვლელობა და როგორც ტყუპებს უწოდებენ – „კომუნაკიციის მეფის“ უნარები 2021 წელს ნაკლებად დაგეხმარებათ. შეეგუეთ ამას. საკუთარი მიზნების მისაღწევადა და თანხის გამომუშავებისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. გარემოებები გაიძულებთ, გადახედოთ ხარჯებს ცხოვრებაზე და ის უფრო რაციონალური გახადოთ. ამასთან, შესაძლოა, რაღაც ახალიც ისწავლოთ.

სამაგიეროდ, პირად სფეროში ყველაფერი წესრიგში იქნება – ესაა სულიერი სიმშვიდე, რაც ბედნიერებას მოგიტანთ და ყველა სხვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

2021 წელი კირჩხიბებს დიდ ცვლილებებს უმზადებს. კირჩხიბი რისი კირჩხიბია, თუ მუდმივად ყველაფერზე არ იღელვებს და ინერვიულებს. 2021 წელი კი დაგეხმარებათ, რომ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ ირგვლივ წვრილმანებს და ყურადღება მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ. წარმოიდგინეთ, რაოდენი წამებაა ეს იმპულსური კირჩხიბისთვის?

გარდა ამისა, მოსალოდნელია იმედგაცრუება სიყვარულში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ის, ნამდვილად თქვენი. ასე რომ, არ ინერვიულოთ, მიჰყევით ცხოვრებას – სამყარო თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს.

ლომი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

ხარს ავანტიურული მოქმედებები არ უყვარს, მაგრამ ის ზოდიაქოს მხოლოდ ერთ ნიშანს – ლომს არ დასჯის ამისთვის, ანუ არ შეგიქმნით დაბრკოლებებს, როდესაც გარკვეულ სიტუაციაში ვა–ბანკზე წასვლას გადაწყვეტთ. საქმე ისაა, რომ 2021 წელს თქვენი ბიზესთან დაკავშირებული საქმეები „ბუქსაობას“ დაიწყებს და ახალ დონეზე გასვლაში მხოლოდ სითამამე, გაბედულება, შემტევი ხასიათი და უდიდესი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ზოგადად კი ლომებს დიდი გზა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ შეეგუოთ – ცხოვრება მუდმივი დღესასწაული არ არის, არამედ ასევე „ნაცრიდფერი დღეების“ მონაცვლეობაც.

ქალწული

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

ქალწულებმა ბევრი რამ მოასწარით გასულ ასტროლოგიურ ციკლში და რა თქმა უნდა, 2020 წელსაც, ასე რომ, ხარის წელიწადი თქვენთვის გასულის გაანალიზებისა და ახალი ცოდნის მიღების დრო იქნება. ჰოროსკოპი ძლიერ რყევებს, ან კაშკაშა მოვლენებს არ გპირდებათ.

გამონაკლისი იქნებით შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ქალწულები, რომელთათვის ხარის წელი აღიარებისა და ცინცხალი იდეების გაჩენის დრო შეიძლება გახდეს. ან, იქნებ, სწორედ ამ წელს მოინდომოთ შვილის ყოლა და მთელი ენერგიის მის გაზრდა–აღზრდაში ჩადება? ვარსკვლავები ამას ხელს შეუწყობენ.

სასწორი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

ხარის წელიწადს სასწორებმა შრომისა და ტკბობის შერწყმა უნდა ისწავლოთ, ანუ ერთდროულად სიამოვნებითა და კმაყოფილებით დააკვირდეთ ცხოვრებას და ამავე დროს, საჭირო მომენტში სამუშაო „გმირობისთვის“ რესურსები იპოვოთ.

2021 წელს ერთი–ორჯერ დადგება მომენტი, როდესაც საჭირო გახდება თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა. და თუ ამას გააკეთებთ, შრომისა და ტკბობის შერწყმით მიღებული დივიდენდების ეფექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. და კიდევ – დიდი წარმატებები გელოდებათ სიყვარულში.

მორიელი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

ხარის ენერგია, რომელიც მორიელების ფაქიზ ინტუიციას მოერგება, ძალიან კარგ შედეგს მოიტანს როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში, რომელიც 2020 წელს გარკვეულწილად შერყეული იყო.

ასევე ეს წელიწადი, თქვენთვის მოულოდნელად, მრავალი მოგზაურობის დრო გახდება, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სამუშაოსთან, ისე დასვენებასთსან. ეს კარგად დამუხტავს თქვენს შინაგან ენერგიასა და წლის ბოლოს იოლად გაუმკლავდებით ზამთრის გამო, დამდგარ „პირქუშ“ განწყობას.

მშვილდოსანი

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

მშვილდოსნები 2021 წელს მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბედნიერების საფუძველი – ეს ოჯახია და თუ მანამდე ეს თქვენთვის სამუშაოსა და უამრავი საქმის მერე მეორე პლანზე იდგა, ახლა ოჯახს ბევრ დროს დაუთმობთ, იზრუნებთ ოჯახური სითბოს შენარჩუნებაზე, პარტნიორთან ურთიერთობებზე და არ დაგენანებათ დახარჯული დრო ბავშვების აღზრდაზე.

ამასთან, შესანიშნავად წავა თქვენი საქმეები, რადგან საქმიანი პროცესებიდან ზედმეტი ქაოსი და ორომტრიალი აღარ იქნება. შეძლებთ ჯერ დღის წესრიგის, შემდეგ კი ცხოვრების აწყობას ისე, რომ ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. ერთადერთი, რაშიც ფრთხილად უნდა იყოთ, ეს საქმიანი პარტნიორების მიმართ უსაზღვრო ნდობაა.

თხის რქა

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

2021 წელი თხის რქებმა სახლის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდით უნდა დაიწყოთ. ამის გაკეთება შეიძლება საფუძვლიანი დასუფთავებით, მაგრამ აჯობებს, თუ ამასთან ერთად, გადაყრით ძველ და უსარგებლო ნივთებს. მთლიანობაში, ძალზე ხელსაყრელი წელი გელოდებათ, განსაკუთრებით, თუ წარსულს არ ჩაეჭიდებით და ჯანმრთელობაზე იზრუნებთ.

არ ღირს წარსული შეცდომების გამო თავის დასჯა, ამ შეცდომების გაანალიზება. გარშემომყოფების კრიტიკას ოპტიმიზმით შეხედეთ, ან სულაც, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ნერვებს სრულად გამოფიტავს. წლის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

მერწყული

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

მერწყულებს წლის დასაწყისში ყველაფრის შეცვლის სურვილი გაუჩნდებათ: ყოფაში, პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, პროფესიის შეცვლაც კი მოინდომოთ. და მაინც, მიუხედავად მტკიცე გადაწყვეტილებისა, სჯობს, გაზაფხულის ბოლომდე თავი შეიკავოთ ცვლილებებისგან.

ჯერ ერთი, წლის მფარველ ხარს აჩქარება არ უყვარს, მეორეც – მაისში პლანეტები და ვარსკვლავები საუკეთესო პოზიციაში განლაგდებიან და მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

თევზები

“თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ…” – როგორი იქნება თეთრი ლითონის ხარი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში?

მიუხედავად იმისა, რომ თევზებისთვის 2020 წელი არცთუ მარტივი იყო, ბევრი დადებითიც მოიტანა: შეიძინეთ სიბრძნე, მიიღეთ გამოცდილება, შესაძლოა, გარკვეული თანხის დაგროვებაც შეძელით. და თუ ამის შენარჩუნებას 2021 წელსაც მოახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეძენილი გარკვეული სიმშვიდე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ხარისგან. 2021–ში გელოდებათ მოგზაურობები, ახალი ნაცნობობა და უბრალოდ, ბედნიერების მომენტები, რომლებით თქვენ გულში სამუდამოდ დაიკავებს ადგილს.

და ბოლოს იმისთვის, რომ თეთრი ხარი არ გავაბრაზოთ, დომინანტი ფერი თქვენს ცხოვრებაში თეთრი უნდა იყოს.