ახალი ფაქტები აშშ-ში არჩევნების გაყალბების თაობაზე

აშშ-ის არაკომერციულმა ორგანიზაციამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის სასარგებლოდ დარღვევების არაერთი ფაქტი გამოავლინა

ახალი ფაქტები აშშ-ში არჩევნების გაყალბების თაობაზე

მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საეჭვოა, ვინაიდან დაახლოებით 288 ათასი საარჩევნო ბიულეტენი გამქრალია, ხოლო კიდევ 100 ათასი  — უკანა რიცხვებით დათარიღებული, იუწყება გამოცემა Washington Examiner–ი თომას მორის პროექტ Amistad Project–ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა აშშ–ის რამდენიმე საკვანძო შტატში და ბიულეტენების გაყალბებისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის არაერთი დარღვევა გამოავლინა ბაიდენის სასარგებლოდ.

პროექტის მონაცემებით, აშშ–ის საფოსტო მომსახურების (USPS) ერთ–ერთმა ქვეკონტრაქტორმა ჯეს მორგანმა განაცხადა, რომ მისი ტრეილერი, მას შემდეგ, რაც 144–დან 288 ათასამდე ბიულეტენი მიიტანა პენსილვანიის ქალაქ ლანკასტერის საარჩევნო შტაბის საწყობში, სადღაც გაქრა.

კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი ნათან პიზი კი აცხადებს, რომ USPS–ის თანამშრომლის თქმით, 4 ნოემბრის დილით ფოსტამ დაახლოებით 100 ათასი ბიულეტენი დაათარიღა უკანა რიცხვით ბაიდენის სასარგებლოდ. ამასთან ტრამპის წინასაარჩევნო ფოსტა მოთავსდა ურნაში წარწერით Undeliverable Bulk Business Mail („მისაწოდებლად შეუძლებელი ბიზნეს–ფოსტა“), მაშინ, როცა ბაიდენის ასეთივე ფოსტაზე დროულად მიწოდების ბრძანება გაიცა.

„ათასობით გარდაცვლილმა მისცა ხმა“ – ტრამპი ისევ აღშფოთებულია>>

გარდა ამისა, როგორც პენსილვანიელი კომპიუტერული ექსპერტი გრეგორი სტენსტრემი აცხადებს, ის თავად გახდა მოწმე, როგორ ცვლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრები ხმების სათვლელ მანქანა Dominion–ებში მონაცემებს.

შეგახსენებთ: აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ხვდა წილად, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს მარცხს და სასამართლოებში სარჩელები შეაქვს შედეგების გასასაჩივრებლად.

“სპუტნიკი”