ახლა ტრადიციების და ძმაკაცების დროს არ არის – დავით გადელია

საქართველოში ცნობილმა ექიმმა დავით გადელიამ, გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“, კოვიდ-პანდემიის დროს არსებულ რისკებზე ისაუბრა.

 

ახლა ტრადიციების და ძმაკაცების დროს არ არის – დავით გადელია

ექიმის თქმით, პანდემიის პერიოდში ბევრი ტრადიცია დაირღვა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, რაც აუცილებელი იყო ამ ვითარებაში.

„ჩვენ ვეომებით ასეული მილიონობით გამოცდილების მქონე მიკრო სამყაროს, არის დიდი ომი, ახლა ტრადიციების და ძმაკაცების დროს არ არის. ახლა როგორც ომში, ისე უნდა მოვიქცეთ.“- ამბობს დავით გადელია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რამდენი თვეა კორონავირუსთან აქტიურ ბრძოლაშია ჩართული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID-19, პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.