უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არა საკარანტინო სივრცეში, არამედ 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენა

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არა საკარანტინო სივრცეში, არამედ 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენა

მისი თქმით, საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქებას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ საკარანტინო სივრცეებში განთავსება. მოქალაქეებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო ამით უზრუნველყოფს და კოვიდ-სასტუმროებში განათავსებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

“იმედინიუსი”