ისლამის პროპაგანდისტი დავითაძე: “ნაძვის ხე ჩვენ არ შეგვეფერება, ქრისტიანული ბიდათია!”

ისლამის მქადაგებელ-პროპაგანდისტი ნოდარ დავითაძე, რომელიც თავის თავს “თეოლოგს” უწოდებს, აჭარის მოსახლეობაში საახალწლო ნაძვის ხის წინააღმდეგ გამოდის და ხალხს ურჩევს, არ მიიღონ ეს “ბიდათი” ანუ რელიგიაში გამოგონილი ახალი, არაორთოდოქსული მოვლენა. დავითაძე თავის “მრევლს” ისლამის სახელით უკრძალავს ნაძვის ხის მორთვას და ამას წარმართობის გამოვლენად მიიჩნევს.

ისლამის პროპაგანდისტი დავითაძე: "ნაძვის ხე ჩვენ არ შეგვეფერება, ქრისტიანული ბიდათია!"

რეალურად კი გრძელდება აღვირახსნილი პროპაგანდა ერთი მუჭა ქართველების ერთმანეთისგან გასაუცხოებლად. დავითაძემ ეს ტრადიციად აქცია შობის წინა დღეებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ დავითაძეს თავისი “ქადაგების” ვებ-გვერდები აქვს ინტერნეტში, რომლებიც თურქულ .tr დომენზეა დარეგისტრირებული.

თურქეთს რაც შეეხება – იქ ნაძვის ხე “ბიდათთან” არ ასოცირდება, სავსებით მშვიდად ეკიდებიან ასეთ საკითხებს. ზემოთ სურათზე ულამაზესი ნაძვისხეა გადაღებული სტამბულში (სააგენტო “ანადოლუს” ფოტო, 2014 წლის დეკემბერი). სამაგიეროდ, როგორც ვთქვით, ვიღაცას სჭირდება ქართველების ერთმანეთისგან გაუცხოება რელიგიური ნიშნით და ეს სავსებით უწყინარი ტრადიცია, ნაძვის ხის მორთვა, დავითაძისნაირმა “თეოლოგებმა” ანტიისლამურ მოვლენად შერაცხეს.

ნახეთ და მოუსმინეთ დავითაძის პროპაგანდას, რომელიც ჩაწერილია 2017 წელს, მაგრამ სწორედ ამ წინასაახალწლო დღეებშიც, 2020-2021-ის მიჯნაზე, აქტიურად ვრცელდება სოც.ქსელში: