ვიდეო: პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საახალწლო წვეულება, რომელსაც  200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და ორი დღე გრძელდებოდა 

კატალონიაში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა უკანონო წვეულების მონაწილეები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 ვიდეო: პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საახალწლო წვეულება, რომელსაც  200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და ორი დღე გრძელდებოდა 

ბარსელონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში გამართული საახალწლო წვეულება ორი დღე გრძელდებოდა და მას 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

უკანონო წვეულების მონაწილეთა ნაწილმა ადგილზე მისულ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

დაკავებულია წვეულების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი. მათ ჯარიმის სახით 3000-დან 60 000-მდე ევროს გადახდა მოუწევთ. ვ  ი  დ  ე  ო :