ქალბატონო ნინო ბურჯანაძევ, ნუ გგონიათ ქართველი ამომრჩეველი იდიოტი იმის გამო, რომ მას ზოგი რამ არ ავიწყდება!

რუსულმა მასმედიამ აიტაცა ნინო ბურჯანაძის მიერ გამოცემა “КоммерсантЪ”-ისთვის მიცემული ინტერვიუ და მისი ეპიზოდები გაავრცელა. ქ-ნი ბურჯანაძე აბსოლუტურად სწორად მსჯელობს – ერთი მხრივ, მაგრამ კარდინალურად ცდება მთავარ საკითხში და სწორედ ესაა მისი პოლიტიკური ხელმოცარულობის მიზეზიც. კერძოდ:

ქალბატონო ნინო ბურჯანაძევ, ნუ გგონიათ ქართველი ამომრჩეველი იდიოტი იმის გამო, რომ მას ზოგი რამ არ ავიწყდება!

“მმართველი პარტია იმეორებს სააკაშვილის პოლიტიკას ბევრ სფეროში და თან მხოლოდ ცუდს იღებს; “ქართულმა ოცნებამ” ასევე აიტაცა ტრენდი – თუკი გინდა პოლიტიკოსის დისკრედიტაცია, მას ‘პრორუსული’ უნდა დაუძახო. /…/ ეს იარლიყი ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს შორის. მე ამ რისკზე წავედი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, რათა გადავჭრათ ჩვენი პრობლემები” – უთქვამს ქ-ნ ბურჯანაძეს.

რა გამოდის? – გამოდის ის, რომ ბურჯანაძისთვის “პრორუსულის” იარლიყი ტვირთია, თუმცა იგი, როგორც “სახელმწიფო მოღვაწე”, თავისი პოლიტიკური კარიერის საზიანოდ დათანხმდა ამ ტვირთის ზიდვას, რათა საქართველოს მოუგვაროს პრობლემები, მაგრამ, არ გამოუვიდა, რადგან ახალგაზრდებში დაკარგა ბევრი ხმა და დარჩა თავისი 1 პროცენტით.

როგორ შევაფასოთ ქ-ნი ნინოს ეს განცხადება? – რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად! მიუხედავად იმისა, რომ “ქოცები” მართლაც “ნაცების” ყველაზე უფრო ბნელ პოლიტიკას აგრძელებენ და რუსეთის ფაქტორის მიმართ აგდებული დამოკიდებულებით ზიანს აყენებენ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, “პრორუსულის” იარლიყი სულაც არ ნიშნავს ხმების დაკარგვას! ქ-ნი ნინოს ამომრჩეველი, რომლის წყალობით მან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 10-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასე თუ ისე, ახლოს იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან, სწორედაც რომ მისი “პრორუსული” იარლიყის გამო აძლევდა მას ხმას და მეტი სხვა არაფრისთვის! და ის, რომ მას “პრორუსული” ელექტორატის უდიდესი ნაწილი ხმას არ აძლევს, არის მისი პოლიტიკური წარსულის ბრალი – სოროსული წიაღიდან აღმოცენება, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის წევრობა, სააკაშვილისთვის ხელისუფლების მიტაცების “გაპრავება” პარლამენტის სპიკერისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ორჯერ – 2003 და 2008 წლებში, 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებული ხალხისათვის ზურგის შექცევა და კიდევ სხვა დეტალები, რომლებიც ხალხს, ამომრჩევლებს, კარგად ახსოვთ და ტყუილად ჰგონია ქალბატონ ნინოს ეს ხალხი იდიოტები!

არც თქვენი ამომრჩევლები არიან იდიტოტები – მათ უბრალოდ, თვალი დახუჭეს თქვენს წარსულ პოლიტიკურ უპრინციპობაზე და თქვენს ძლიერ და დადებით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. მაგრამ, თქვენ საბოლოოდ ჩაწვით და მოსპეთ კავშირი რადიკალურად “პრორუსულად” განწყობილ თქვენს ამომრჩევლებთან, როდესაც გვერდით მიუსკუპდით გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილსა და გიგი უგულავას! აქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა და “პრორუსულის იარლიყი” არაფერ შუაშია!

არც ახალგაზრდობაა დამნაშავე რამეში, რომელიც არც ისე ცუდად აზროვნებს, როგორც თქვენ გგონიათ! განსხვავებით შუა ხნის რუსოფობი, სისხლარეული, ხშირად რუსულ-სკოლა-დამთავრებული დეგენერატებისაგან, რომელთა პიროვნული კომპლექსებით გამოწვეული რუსოფობია ყველანაირ ზღვარს სცდილდება, ახალგაზრდობას არ აქვს რუსეთის და რუსების კომპლექსები; კი, მიაჩნიათ “ოკუპანტად”, რადგან ამას უნერგავენ სკოლის ასაკიდან, მაგრამ შინაგანი ზიზღი და სიძულვილი ახალგაზრდებს რუსეთის მიმართ არ გააჩნიათ. უფრო ხშირად უნდა ხვდებოდეთ მათ და ესაუბრებოდეთ, ამის რესურსი თქვენ გქონდათ, მაგრამ არ გამოიყენეთ. ახლა უკვე გვიანია.

“პრორუსულად” წოდებული ელექტორატი საქართველოში, სულ მცირე, 30 პროცენტია. სულ მცირე! ეს პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი ევრაზიული ინტეგრაცია უნდა იყოს, და არა ევროატლანტიკური. სწორედ ესაა “პრორუსულობა”. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენ ადამიანს აქვს ალერგია დასავლეთიდან მოძალებულ გეი-, ნარკო- და სხვა უმსგავსობების პროპაგანდაზე. უმეტეს მათგანს ამ სისაძაგლეების ალტერნატივად რუსეთი მიაჩნია. სოციალური უსამართლობის განცდა კი ქმნის საბჭოეთის მიმართ ნოსტალგიას, რაც ისევ “პრორუსულობას” იწვევს. ნუთუ ეს თქვენთვის უცნობია? მაგრამ, აქვე იკითხავთ თქვენ ან სხვა მკითხველი – მაშ, სად წავიდა ეს 30 პროცენტი ამომრჩეველი? – სად წავიდა და, უმეტესი ნაწილი სახლში დარჩა, შედარებით მცირე ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილმა, “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად, წაგართვათ (რადგან ისინი აღიქვეს “პრორუსულებად” – ნაცებმა მათ თავად გაუკეთეს კარგი რეკლამა, რომ ბიძინა და “ალიანსი” თურმე რუსეთისკენ იხრებიან). ამომრჩეველთა ამ სეგმენტმა თქვენ არ დაგიჭირათ მხარი, რადგან თქვენ არასაკმარისად “პრორუსულობა” აჩვენეთ მათ, რაც თქვენს პოლიტიკურ წარსულთან ერთად დამღუპველი აღმოჩნდა თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის.

ასე რომ, ნუ დააბრალებთ “პრორუსულის იარლიყს” თქვენს მარცხს, ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ნამდვილ “პრორუსულ” ანუ საღად მოაზროვნე, ანტისოროსულ პოლიტიკურ ლიდერს ელის, მანამ კი სასოწარკვეთილებაში ცხოვრობს. სიმართლე თუ გნებავთ, ესაა.

 

რუსუდან რუსიაშვილი