სომხეთის პრეზიდენტს ლონდონში “ახალი ტიპის” კორონავირუსი შეჰყარეს – “კოვიდ 19” მოდიდან გადის!

არმენ სარქისიანი დიდი ბრიტანეთის მიერ ფავორიზებული სომეხი პოლიტიკოსია, პრეზიდენტი. სარქისიანი ხშირად დაფრინავს ლონდონის მიმართულებით. ახლაც, ფეხზე ოპერაციის გასაკეთებლად, ლონდონში იყო გადახვეწილი, თითქოს ერევანში არ ეკადრებოდა ასეთი ოპერაციის გაკეთება.

სომხეთის პრეზიდენტს ლონდონში "ახალი ტიპის" კორონავირუსი შეჰყარეს - "კოვიდ 19" მოდიდან გადის!

მისტერ სარქისიანს ოპერაცია კი გაუკეთეს ფეხზე, მაგრამ თან ე. წ. “ახალი ტიპის” კორონავირუსიც შეჰყარეს – ნაოპერაციებ პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნებისას ვირუსი აღმოაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს სააგენტო “ინტერფაქსის” წყარო, რომელმაც სააგენტოსთან საუბარში განაცხადა:

“პრეზიდენტი თავისი შვებულების ფარგლებში ახალ წელს ლონდონში შეხვდა ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად. 3 იანვარს სარქისიანმა ფეხზე ოპერაცია გადაიტანა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ პრეზიდენტს ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომები დაუდასტურდა, მისი ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა” – ამბობს წყარო.

რა კარგია, ახალი წელი ლონდონში, კარანტინების მიუხედავად. მაინც რა ხიბლი აქვს ამ დასავლეთს ასეთი, რომ ჭირიანობის დროსაც ვერ წყდებიან გაყიდული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები?! თუმცა თავისი სოროსელი პრემიერმინისტრის, ფაშინიანის მიერ გაჩანაგებულ სომხეთს ალბათ მაინც ლონდონი ერჩივნა – ვერ გაამტყუნებ; პრეზიდენტიც ხომ ადამიანია… თუმცა ისიც საკითხავია, ეს ყოველივე შემთხვევით ხასიათს ატარებს თუ არც ისე შემთხვევითია – სად იარა საოპერაციოდ გამზადებულმა პრეზიდენტმა, რომ ვირუსი შეეყარა? თუ მართლაც ოპერაციის დროს დაასნებოვნეს მეტი “პიარისათვის”?

“კოვიდ 19” მოდიდან გადის. ახლა “ახალი ტიპის კორონავირუსი” გამოდის სცენაზე. ბრიტანეთის დამთხვეულმა “ალკაშა” პრემიერმა ჯონსონმა უკვე მორიგი “ლოკდაუნი” გამოუცხადა თავის ქვეყანას. საქართველოში კი, ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო, ლამის ბრიტანელებზე ადრე “აღმოაჩინეს” ბრიტანეთში “აღმოჩენილი” ე. წ. “ახალი შტამი”. მოკლედ, მიდის და გრძელდება ეს პროცესი, ტყუილად იმედოვნებდა ბევრი, რომ 2020 წელი მას თან გაიყოლებდა. არ გაიყოლა. ტერორის ახალი ტალღა მზადდება.
როგორც ჩანს, ისეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, რომ მალე არაფერი არ დასრულდება!

ავლიპ აიბოლიტი