“ფეისბუკზე” პოპულარობით დაბალი ინტელექტუალური რესურსების მქონე პერსონები სარგებლობენ

რა ადვილად ახშობენ ჩვენს ხმას და რა ოსტატურად გვაპირისპირებენ ერთმანეთთან ეგ ძაღლის შვილები?!
ორიოდე დღის წინ, ჩემი კოლეგა, ზაზა დავითაია წერდა, თუ როგორ ბლოკავენ სოციალურ ქსელში, საგანგებოდ შექმნილი ჯგუფები, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ავტორებს.

"ფეისბუკზე" პოპულარობით დაბალი ინტელექტუალური რესურსების მქონე პერსონები სარგებლობენ

ვამბობ განსხვავებულს და ვგულისხმობ მოვლენის კრიტიკულ აღქმას, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები.

ცხადია, მეც მქონდა ეჭვი, რომ თვალში არ მოვსდიოდი მავანს და მავანს, რის გამოც ტოტალურად ვიბლოკებოდი, მაგრამ, ბოლო ორმა დღემ ეს ეჭვი განსაკუთრებით გამიმყარა. დავდებ თუ არა სტატიას, სამოქალაქო პათოსით გაჟღენთილ ლექსს, თუ სტატუსს, რამდენიმე წუთში ჩემი ფეისბუქგვერდი იწყებს აღმა-დაღმა ხეტიალს და ეს გრძელდება დაუსაბამოდ… ხშირად ვერც კომენტარის გაკეთებას და პოლემიკაში ჩართვას ვახერხებ.

ნაკლებად მადარდებს, რამდენი მომიწონებს და რამდენი გაუკეთებს კომენტარს სადღეისო პრობლემებით დამუხტულ აქტივობებს, მაგრამ, სურვილი ნამდვილად მაქვს, ჩემი განსხვავებული პოზიცია ხელმისაწვდომი იყოს ვირტუალური და ნამდვილი მეგობრებისთვის.

დავინტერესდი და ჩავატარე სახელდახელო კვლევა, თუ ვინ სარგებლობს ვირტუალურ სივრცეში (სოციალურ ქსელში) ე.წ. პოპულარობით და ვის ხელშია ამ მხრივ ბურთი და მოედანი. მივედი დასკვნამდე:

უპირველესად, ესენი არიან დაბალი ინტელექტუალური რესურსების მქონე პერსონები, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ ერთგვარი სექტები, ერთობიან მდარე ხარისხის სტატუსებით და ლიტერატურული „შედევრებით“და ეპოქის მკაცრი გამოწვევა ნაკლებად ადარდებთ. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებიან ე.წ. პოლიტჭილყვავებიც – არა აქვს მნშვნელობა, რომელი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან ისინი…

დიახ, როგორც ყველგან, აქაც საღ აზრს გასაქანი არა აქვს – ტოტალურად გბლოკავენ, რომ განსხვავებული მოსაზრებები ადრესატამდე არ მივიდეს!

მოკლედ, დღეს ყველაფერი (მით უმეტეს, საინფორმაციო სივრცე) მონოპოლიზებულია „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ (ვგულისხმობ გლობალისტებს) მიერ და მათი მიზანი კაცობრიობის ზომბირებულ მასებად გარდაქმნაა, რომელსაც თითქმის წარმატებით გაართვეს თავი!

მე ყველაზე მეტად მაინც ის 10 გროშად სულგაყიდულები მეცოდებიან, რომლებიც ნებაყოფლობით ჩადგნენ და დგანან სატანის სამსახურში! ეს უფრო გულსატკენია, თორემ, “ლაიქები” და ოვაციები მათთვის დამითმია!

 

ზაურ ნაჭყებია