გერმანული კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი კორონა-აცრებზე უარს აცხადებს!

გერმანიაში საავადმყოფოების მომსახურე პერსონალის დაახლოებით ნახევარი უარს ამბობს, გაიკეთოს ე. წ. „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო აცრები. ეს ეხება უშუალოდ იმ პესონალსაც, რომელიც „კოვიდით“ დაავადებულებს ემსახურება.

გერმანული კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი კორონა-აცრებზე უარს აცხადებს!

აღნიშნული შედეგები მიიღეს ARD-Deutschland-Trend-ის მიერ ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის შედეგად.

კლინიკების პერსონალის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ უცნობია ვაქცინის გვერდითი მოვლენები და ჯერ არც ერთი არსებული ვაქცინის გრძელვადიანი უსაფრთხოება ადამიანისთვის დადასტურებული არ არის. პირიქით, აქა-იქ ჩნდება ცნობები, რომ აცრილებს პრობლემები გაუჩნდათ, ზოგი მათგანი დაიღუპა კიდეც.

მთლიანობაში გერმანელების დიდი ნაწილი მაინც იხრება აცრებისკენ, რადგან მიმდინარეობს განუწყვეტელი პროპაგანდა ე. წ. ჟურნალისტების მხრიდან, ისინი ითხოვენ, რომ სავალდებულო გახდეს აცრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცრელ მოქალაქეებს შეეზღუდოთ მოგზაურობის საშუალება. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები (და არა იმდენად ექიმები) ხალხს არწმუნებენ იმაში, რომ აცრა აუცილებელია და თან საშიში არ არის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

მაგრამ კლინიკების პერსონალს აქვს განცდა, რომ მათ საცდელ თაგვებად იყენებენ. ვინ, თუ არა საავადმყოფოში მომუშავე პირმა იცის ყველაზე უკეთ, რა ხდება სინამდვილეში?..