„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა

მთავარი კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით სკეპტიკოსების მხრიდან ოპერატიული რეგისტრაციის გამო გაჩნდა, მაგრამ, როგორც კრამერი წერს, მოგვიანებით მის უსაფრთხოებაში თავად დარწმუნდა.

„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. The New York Times–ის ჟურნალისტი კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”–თი აიცრა და ამის შესახებ სტატია დაწერა, იუწყება РИА Новости.

კორესპონდენტმა აღიარა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრეპარატის ცდების მსვლელობის შესწავლის შემდეგ მიიღო. მისი აზრით, ძირითადი კითხვები სკეპტიკოსების მხრიდან ვაქცინის ოპერატიულად დარეგისტრირების გამო გაჩნდა, თუმცა, როგორც კრამერმა აღნიშნა, ვაქცინის უსაფრთხოებაში მოგვიანებით ის თავად დარწმუნდა.

„ცდების შედეგებს, როგორც ჩანს, შეიძლება ვუწოდოთ რუსი მეცნიერების გაუყალბებელი მიღწევები“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კორესპონდენტმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ პრეპარატი ხელმისაწვდომია რუსეთის საავადმყოფოებში. მისი თქმით, ვაქცინაცია რუსეთში, აშშ–ისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მკაფიოდ და კარგად არის ორგანიზებული.

რუსულმა ვაქცინამ 60 წელს ზემოდ ასაკის ადამიანებისთვის 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
როგორც კრამერი წერს, მან შეძლო და თავი აარიდა ბევრ გვერდით ეფექტს, რომლის თაობაზეც მედიკოსები აფრთხილებდნენ, მაგალითად, ძლიერ თავის ტკივილს, ტემპერატურის მომატებას.

ჟურნალისტმა აღიარა, რომ უნდობლად ეკიდება კამათს ვაქცინაციაზე მთელ მსოფლიოში და პრეპარატის სწრაფ რეგისტრაციას „პოლიტიზებულ“ ნაბიჯად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მან მკითხველს ურჩია, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ „სპუტნიკ V”–ს უკვე აწვდიან ბელარუსს, არგენტინასა და სხვა ქვეყნებს, და შესაბამისად, ნებისმიერი სერიოზული შედეგების შესახებ უკვე გახდებოდა ცნობილი.

რუსეთში სამოქალაქო ვაქცინაცია კორონავისურსზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად შესაძლებელია გამალეის ცენტრში შექმნილი პრეპარატ „სპუტნიკ V”–თი აცრა.

პოსტრეგისტრაციული კვლევის ფარგლებში ჩატარებული მონაცემების ანალიზის შედეგებით, პრეპარატმა აჩვენა 91,4 პროცენტი ეფექტურობა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – 100 პროცენტი.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდა რისკის ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებს: ექიმებს, მასწავლებლებს, სოცმუშაკებს, შემდეგ სფეროები გაფართოვდა და მასში ჩაერთნენ მრავალფუნქციური ცენტრების, ვაჭრობის, მომსახურების სფეროების წარმომადგენლები, მოხალისეები, სტუდენტები, საბანკო და საფინანსო სექტორების წარმომადგენლები, სახელისუფლებო და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები.