ვლადიმირ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

ვლადიმირ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია

„ეს სიმართლეს არ შეესაბმება. ვაქცინაციის შესახებ ის თავად იტყვის“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე კი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ცნობისთვის, დეკემბრის ბოლოს, პუტინმა განაცხადა, რომ აცრას აპირებს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება მისი ასაკის ადამიანებისთვის.