კანადაში, კომენდანტის საათის დროს, ქალმა ქმარი თასმით “გაასეირნა” – “ძაღლს ვასეირნებ!”

საინტერესო ფაქტი მოხდა კანადაში, ქუებეკის პროვინციაში, სადაც საღამოს საათებში, “პანდემიის” გამო გარეთ სიარული აკრძალულია. პოლიციამ დააკავა ქალი თავის პარტნიორთან თუ ქმართან ერთად.

კანადაში, კომენდანტის საათის დროს, ქალმა ქმარი თასმით "გაასეირნა" - "ძაღლს ვასეირნებ!"

პოლიციის შეკითხვაზე, თუ რატომ დადის ქალი თასმაგამობმულ ქმართან ერთად, ქალმა უპასუხა:
“მე ძაღლს ვასეირნებ!” – ქუებეკში ნებადართულია მცირე ხნით ძაღლის გასეირნება. პოლიციამ ქალს არ დაუჯერა და ჯარიმა 1500 კანადური დოლარის ოდენობით გამოუწერა.

“ქალს ჩვენი გამოწვევა სურდა – ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მან ასევე გამოგვიცხადა, რომ აპირებს, ყოველ საღამოს ისეირნოს და დაარღვიოს კომენდანტის საათი” – განუცხადეს პოლიციელებმა ჟურნალისტებს ქალაქ შერბრუკში.