Twitter-სა და Facebook-ს, შესაძლოა, მომხმარებლების დაბლოკვის უფლება შეეზღუდოთ

ევროკომისიის განცხადებით, „აღარ არის მისაღები“ ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის გიგანტები ონლაინ კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.

Twitter-სა და Facebook-ს, შესაძლოა, მომხმარებლების დაბლოკვის უფლება შეეზღუდოთ

აღნიშნულ განცხადებას წინ სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Twitter-ის მიერ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა უძღვოდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

„ჩვენი აზრით, არ არის მისაღები ის ფაქტი, რომ პლატფორმები ასეთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულების, დიალოგისა და გამჭვირვალობის გარეშე იღებენ. გამოხატვის თავისუფლებლება მთავარი ღირებულებაა“,- აღნიშნა 11 იანვარს პარლამენტარებთან საუბრისას ევროკომიის ელექტრონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ევროპარლამენტში კომენტარი გააკეთეს ასევე დონალდ ტრამპის სოციალური ქსელების დაბლოკვასთან დაკავშირებით.

„საშიშია ის ფაქტი, რომ ისეთი სოციალური პლატორმები, როგორებიც Twitter-ი და Facebook-ი არიან, წყვეტენ იმას, თუ ვის შეუძლია თავისუფლად ისუბროს. აუცილებელია ძალაუფლება გამოხატვის თავისუფლებაზე კერძო კომპანიებიდან დემოკრატიულ ინსიტიტუტების ხელში დავაბრუნოთ“,- განაცხადა დეპუტატმა, კიმ ვან სპარენტაკმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის გიგანტებმა დონალდ ტრამპის ანგარიში კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ დაბლოკეს.