ძალოვან უწყებაში უმძიმესი შეცდომები იქნა დაშვებული, რის შედეგადაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში“ -ნიკა მელია

მადლობა თუ რამისთვის მინდა ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაშორა უამრავი ის ადამიან, რომელიც რომ არა ივანიშვილი კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნებოდა და ეხლა არიან „ქართულ ოცნებაში“ – ამის შესახევ ნიკა მელიამ „დღის სტუმარში“ განაცხადა.

ძალოვან უწყებაში უმძიმესი შეცდომები იქნა დაშვებული, რის შედეგადაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში“ -ნიკა მელია

ჟურნალსიტის რეპლიკის პასუხად, რომ ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილს კომპლინმენტიც კი უძღვნა, რომ მან „კაცურად მოიხადა ვალი“, ნიკა მელია ამბობს, რომ მას აქვს თავისი პრეტენზიები მერაბიშვილთან და ეს უკავშირდება არა წინა ხელისუფლების პერიოდს, არამედ მერაბიშვილის ყოფნას უკვე ოპოზიციაში.

„მე მაქვს ჩემინ პოზიცია ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით და ვერაფერ კარგს ვერ ვიტყვი და მაქვს ამის საფუძველი უახლესი ჩემი მასთან ურთიერთობისა, მე მაქვს სხვა პრეგტენზია და ეს არ უკავშირდება წინა ხელისუფლებას და მე პირადად დავრწნმუნდი, გასული თვეები განმაბლობაში იმაში, რაშიც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არ დავრწმუნებულიყავი და ამიტომ მე ვთქვი, რომ სადაც იქნება ეს ადანმიანი მე იქ არ ვიქნები. ეს უკავშირდება ვანო მერაბიშვილს ოპოზიციაში და არა წინა ხელისუფლებაში. ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, ნაციონალური მოძრაობის დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, არასაკმარისი კონტროლი ძალოვანი უწყებების, კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა… როდესაც სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვით იყო დაკავებული და ქალაქები შენდებოდა, უმძიმესი შეცდომებ ი იქნა დაშვებული… შედეგად მოხდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში“ – განაცხადა ნიკა მელიამ.