“ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!”- ქეთი დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული ხალხის შესახებ „ტვ პირველზე“ საუბრობს.

“ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!”- ქეთი დოლიძე

„მე არ დავდივარ ელიავაზე საერთოდ, მაგრამ ნახეთ ერთი, რა ხდება ელიავას ბაზრობაზე, თუ არ დაგემალებიან​​, მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი. რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან თავიანთ სოფლებს.

როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში, მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და ელიავას ხიდის ქვეშ დგას დგას მეოთხედი თუ ნახევარი. ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.