ივანიშვილი აიძულეს წასულიყო, ისიც ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ივანიშვილი აიძულეს წასულიყო, ისიც ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი – სანდრო ბრეგაძე

„ივანიშვილი არ წასულა, ის აიძულეს, რომ წასულიყო და ეს მაიკლ პომპეოს ვიზიტის შემდეგ მოხდა, ამიტომ ამაზრზენია სახელისუფლებო და ლიბერასტული ოპოზიციის ზღაპრები ამ თემაზე, დიახ – ივანიშვილი აიძულეს წასულიყო, ისიც ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი.

თუ რა ოპერაცია განხორციელდა და ვინ რა გარანტიები მიიღო, შეთანხმების პირობაა, რომ არათუ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც არ უნდა ჩაერიოს საქმეში“, – წერს სანდრო ბრეგაძე.