ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ინფორმაციას ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.

წყარო: ptn.ge