სკოლები აღარ გაიხსნება – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბაღებისა და სკოლების გახსნის შესახებ საუბრობს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ველოდოთ დაწესებულებების გახსნას.

სკოლები აღარ გაიხსნება - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

მისი თქმით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი კონკრეტული დროის დასახელების საშუალებას არ იძლევა.

„ეს საკითხი არის ჩვენი პრიორიტეტი და გვაქვს კავშირი განათლების სამინისტროსთან. პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება, ამიტომ ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, თუმცა როცა ამის საშუალება იქნება, ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მივიდნენ სკოლაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: report.ge