უნდათ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მშობელი1 და მშობელი2 – ოთარ ჩრდილელი

ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, სოციალური ქსელით, გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” წერილს ეხმაურება და წერს:

უნდათ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მშობელი1 და მშობელი2 – ოთარ ჩრდილელი

“ამერიკა . . . სამწუხაროდ ეს ქვეყანა, ნეო-ლიბერალიზმის ჭაობში ნებსით თუ უნებლიეთ იძირება:

პრეზიდენტ ტრამპის დაუძინებელმა მტერმა წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსიმ წინადადება შემოიტანა, რომ:

შეიქმნას კომიტეტი სადაც ყველა გენდერულ იდენტობას სცემენ პატივს, შეიცვლება ოჯახის წევრებისადმი მიმართვის ფორმაც

მამაკაცი, ქალი, გოგო, ბიჭი, ბიძა, დეიდა-იწოდებოდეს, როგორც ,,მშობელი, ბავშვი,,

ასევე უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა Sibling რომელშიც ძმაც იგულისხმება და დაც, სქესის აღნიშვნის გარეშე

დედინაცვალი, მამინაცვალი, შეძენილი მშობლები შესაბამისად – stepmother, stepfather, stepparent…

ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ერქმევა:

დედას-დედა

კაცს-კაცი!!

ვისაც დეგენერატულ-ავადმყოფური იდეები გკლავთ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მორალურად დეგრადირებულებს უნდათ: მშობელი1 და მშობელი2

უმორჩილესად გთხოვთ: თქვენით დატოვოთ ჩემი სამეგობრო

მე ვიყვე ცუდი, ბნელი, უწიგნური, ღრუზინი და მაგ ლოღიკით თქვენ იყავით: ნათელი, მწიგნობარ-ლიბერალნი ოღონდ ჩემს სივრცეს არ გაეკაროთ

საერთოდ სხვადასხვა მხარეს ვართ: მე და ეს ფსევდო-ლიბერალიზმი…

მეეჭვება, მარტო ვიყვე”

“ვაშინგტონ თაიმსის” მასალა იხილეთ აქ.