აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი არ შეეგუება მათ, ვინც ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას ძალადობით შეეცდება

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: უწყება არ შეეგუება მათ, ვინც ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას ძალადობით შეეცდება.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი არ შეეგუება მათ, ვინც ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას ძალადობით შეეცდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი როზენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს.

“უწყება არ შეეგუება მათ, ვინც ძალადობით ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებით ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას შეეცდება” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

წყარო: itv.ge