ევროკავშირი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს პანდემიასთან ბრძოლას

მსოფლიოს სჭირდება ამერიკის ლიდერობა – ევროკავშირი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს პანდემიასთან ბრძოლას!

ევროკავშირი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს პანდემიასთან ბრძოლას

მსოფლიოს Covid-19-წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის ლიდერობა სჭირდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლოტმა ჯო ბაიდენს მოუწოდა, სათავეში ჩაუდგეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჟოზეპ ბორელის თქმით, შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა დაიკავოს ლიდერის პოზიცია და მსოფლიოს დაეხმაროს.

“წელს მსოფლიოში ადამიანების ვაქცინაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება. ამისთვის საჭიროა სოლიდარობა, ფართო თანამშრომლობა და უდიდესი რესურსები. ეს არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც ამერიკის ხელმძღვანელობა დაკარგა და მსოფლიოს სჭირდება ამერიკის ლიდერობა“ – თქვა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვაშინგტონს.

ბორელმა ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ხელახლა მშენებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მხოლოდ ორი გადადგმული ნაბიჯით, ამერიკის კლიმატის შეთანხმებასა და ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებით, სამყარო გაცილებით უკეთესი და უსაფრთხო იქნება”, – თქვა ბორელმა.

წყარო: itv.ge