მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას.

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ ერთად მუშაობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გასაძლიერებლად. ბოლო წლებში, ისრაელ-საქართველოს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები მეტად გამყარდება მიმდინარე პანდემიის დასრულების შემდეგ. ვიცი, რომ ისრაელში ათასობით ტურისტი ელის დროს, როდესაც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება ეპიდვითარებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ” – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალურ მილოცვაში.

წყარო: report.ge