ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება!

თბილისის ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება!

როგორც კალაძემ აღნიშნა ტესტირება ტაქსის მძღოლებს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.

“ერთ-ერთი რისკჯგუფია თბილისის ტაქსის მძღოლები როგორც A კატეგორიის, ისე B კატეგორიის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება. ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როდესაც ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს, როდესაც ისინი დაინფიცირებულები იყვნენ” – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: ptn.ge