განათლების მინისტრის მოადგილემ კლასებში სწავლის აღდგენის შესახებ მიანიშნა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენაა. თუ რა ფორმით და როდის აღდგება სასწავლო პროცესი, გეგმაზე საკოორდინაციო საბჭოსთან ყოველდღიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის მოადგილემ კლასებში სწავლის აღდგენის შესახებ მიანიშნა

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. ყოველდღიურად არის სამუშაო პროცესი საკოორდინაციო საბჭოსთან ასევე იმ მედიკოსებთან, ეპიდემიოლოგებთან, რომლებიც მუშაობენ საკოორდინაციო საბჭოსთან. არის განხილვა იმ გეგმის გარშემო, რა ფორმით და როდის მოხდეს სასწავლო პროცესის სასწავლო ოთახებში დაბრუნება, საუბარია 10 ქალაქზე, რომელიც დისტანციურ ფორმატში იმყოფება. იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად ამ ინფორმაციას დავაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

“რეზონანსი”