შეუდარებელი გრუშე „კავკასიური ცარცის წრიდან” – დღეს, იზა გიგოშვილი 83 წლის გახდებოდა

16 თებერვალი, სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის, იზა გიგოშვილის დაბადების დღეა. დღეს მსახიობი 83 წლის გახდებოდა. ქართული თეატრის მშვენებამ, უამრავი დაუვიწყარი როლი შექმნა.

შეუდარებელი გრუშე „კავკასიური ცარცის წრიდან” – დღეს, იზა გიგოშვილი 83 წლის გახდებოდა

მისი როლებიდან, ყელაზე გამორჩეულია გრუშე ვაჩნაძის როლი („კავკასიური ცარცის წრე“). ცნობილი მსახიობის და რეჟისორის მერაბ თავაძის მეუღლე, თავისი ჰუმანიზმით ყველას სიყვარულისკენ მოუწოდებდა და თავადაც ასე ცხოვრობდა – მხოლოდ სიყვარულით.

Возможно, это изображение (1 человек)

მერაბ თავაძე იხსენებდა, რომ იზას დაჟინებული მოთხოვნით, შვილთან ნიკა თავაძესთან ერთად, ფეხით გაემართნენ იერუსალიმისკენ და ამ მოგზაურობის დროს გადაიღეს ფილმი „ხვეული კიბით”.

იზა გიგოშვილის როლები გამოირჩეოდა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები:

ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი”), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“),გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“),

Image result for კავკასიური ცარცის წრე

ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვა.

„პრაიმტაიმი” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს იზა გიგოშვილის ცხოვრებიდან, რომელსაც მისი მეუღლე სხვადასხვა დროს იხსენებდა:

ფილმი „ხვეული კიბით” დაბადა ჩვენთვის საშინელმა ტრაგედიამ. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, იზამ დაიჩემა, ეტყობა, რაღაც ცოდვა გვაწევს მხრებზე და უნდა მოვინანიოთო. თვითონ გადაწყვიტა, ფეხით წავალ თბილისიდან იერუსალიმამდეო. ეს იდეა უტოპიურად ჩავთვალე. ვერ დავიჯერე, რომ წავიდოდა მარტო და თან ფეხით.

Возможно, это крупный план (ребенок)

ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით გადავათქმევინეთ, ამ მოვლენას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვსო. საბოლოოდ გადაწყდა, 1990 წელს ფეხით წავსულიყავით იერუსალიმში. ეს მომენტი გამოვიყენე როგორც რეჟისორმა, კინოგადამღები ჯგუფიც თან წავიყვანე და ყველაფერი ფირზე გადავიღეთ.

25 კილომეტრს რომ გავივლიდით ფეხით, გავშლიდით ბანაკს, დავისვენებდით და ასე 25-25 კილომეტრიანი შუალედებით გვიწევდა გადაადგილება. საოცრება ის იყო, რომ ჩვენი ჯგუფის არც ერთ ადამიანს არაფერი დამართნია.

გაციება რა იყო, ისიც არ ვიცოდით. ამხელა გზაზე მანქანაც კი არ გაგვფუჭებია. 5 თვის მანძილზე გვეძინა მიწაზე, კარვებში, წვიმაც იყო, განსაკუთრებით, თურქეთის მხარეს, მაგრამ ავად არ გავმხდარვართ.

ფილმს „ხვეულის კიბით”, იმიტომ ჰქვია, რომ ეს არის სიმბოლური კიბე, რომელსაც აყავხარ საუფლო სიწმინდეში. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ჩავდე ამ სურათში.