გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა აქცია გამართა

გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა დღეს აქცია გამართა და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა აქცია გამართა

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტები, სოციალურდ დაუცველები და უსახლკარო ადამიანები წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, რადგან არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი და არც ქირით ცხოვრების შესაძლებლობა.

გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა აქცია გამართა

“სოციალურად დაუცველი ვარ, პენსიონერი, არანაირი საშუალება არ მაქვს, ავადმყოფი ქალი ვარ, არ შემიძლია მუშაობა. ნაგავსაყრელზე ჯართსა და ბოთლებს ვაგროვებ და იმით ვირჩენ თავს. აქ ცხოვრება შეუძლებელია და გაუსაძლისი. აუტანელი სუნია, ანტისანიტარია, პატარა ბავშვები ცხოვრობენ აქ. აქ არ შეიძლება ცხოვრება, მით უმეტეს ბავშვებისთვის? აქ ყველა გაჭირვებული ცხოვრობს, ზოგი 10 წელია, ზოგი 35 წელია. მე პირადად 20 წელია ვცხოვრობ. არ გვაქვს საშუალება ბინა შევიძინოთ ან სადმე გადავიდეთ ქირით. ვითხოვთ ფართით დაკმაყოფილებას” – აცხადებს თენზილე ფარტენაძე.

გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა აქცია გამართა

წყარო: bm.ge