რუკიდან საერთოდ არ გაქრობის ერთადერთი გზა არის რუსეთის ,,ფრთის ქვეშ” ყოფნა…

“…კათოლიკური დასავლეთისგან და მუსულმანური სამყაროსგან ფიზიკური განადგურების და რუკიდან საერთოდ არ გაქრობის ერთადერთი გზა საქართველოსი, არის რუსეთის ,,ფრთის ქვეშ” ყოფნა, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური მჭიდრო კავშირის დამყარება…”

რუკიდან საერთოდ არ გაქრობის ერთადერთი გზა არის რუსეთის ,,ფრთის ქვეშ" ყოფნა...

მარტო ევროპის ქვეყნების რეაქციას არ დავჯერდი და არაფერი დავწერე აქამდე ვაქცინაზე.მაგრამ გუშინწინ,ამერიკელების დიპ-კორპუსმა,ოფიციალურად მიმართა,რუსეთის ხელისუფლებას და ითხოვა რუსული ვაქცინა.ამდენ თვიანი,დაცინვის,ქილიკის და შავი პიარის შემდეგ,მოიტეხეს რქები და ნამუსი კი მაგათ,არასოდეს აწუხებდათ და დაიწყეს ეხლა,ერთხმად ქება-დიდება რუსული ვაქცინის,ყველა ევროპულმა და ამერიკულმა,პრესამ და მედიამ.რადგან მათმა მთავრობებმა აღიარეს ,,ჩასვრა” და ჩადგნენ,რუსული ვაქცინის რიგში.უარი თქვეს,ყველა სხვა წარმოების ვაქცინაზე,მიიჩნიეს საშიშად ან უსარგებლოდ მინიმუმ და აღიარეს რუსული ვაქცინის უპირატესობა,ვარგისიანობაც და უსაფრთხოებაც.აფრიკამაც უარი განაცხადა და უკან აბრუნებს,ევროამერიკულ ვაქცინას,რომლის შეტანას,სიხარულით გეგმავს,უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში.( რაც მაძლევს შიშის საფუძველს რომ,საქართველოც იგივეს ჩაიდენს)..რა ვქნათ ეხლა? სამხედრო ტეხნოლოგიაში,მოუწია ხუთი წლის წინ ამერიკას აღიარება,გაგვასწრეს ძალიან რუსებმაო.გუშინწინ აღიარეს რომ მედიცინაშიც,ძაან,ძაან გაგვასწრესო.დღეს ტეხასში მილიონობით ადამიანი თოვლს ადნობს,წყალი რომ დალიოს და არც შუქი აქვთ,არიან გარდაცვლილებიც,სამწუხაროდ..და ეს მოხდა მაშინ,როცა სულ მინუს სამია ტემპერატურა იქ და ნახევარ მეტრომდე მოთოვა,მაშინ როცა რუსეთში მინუს 48- ასაც აღწევს სიცივე და თოვლიც ზოგან,ორმეტრნახევარია.მაგრამ,შუქიც აქვთ,წყალიც და არც არავინ დაღუპვიათ…და სხვათაშორის,ტეხასის სენატორი,ოჯახთან ერთად,თბილ ადგილებში წაბრძანდა დასასვენებლად.რა გამოდის? სამხედრო სფერო,სამედიცინო სფერო და ინფრასტრუქტურა,გაცილებით უკეთესი აქვს რუსეთს.სხვა ბევრი რამაც,რომლებსაც,ეხლა არ ჩამოვთვლი.მხოლოდ ერთს გეტყვით,მოლდოვაში,სულ ეხლახანს ,,დაამხეს” იქაური ,,ოცნება” ხელისუფალი,რომელიც რუსეთთან არ ამწვავებდა.მოლდოველებს, ,,გაუდედოფლეს” რუმინელი,რუსოფობი ქალბატონი,რომელმაც ეგრევე დაიწყო დნესტრის პირეთზე,ცხელი,საომარი განცხადებების გაკეთება.ტრამპმა თუ ზელენსკის საჯაროდ უთხრა,მე რას ჩამომაკითხე შენ პრობლემებზე,იქვე გაქვს მოსკოვი და იქ მოაგვარეო…ბაიდენისგან სულ სხვა ინსტრუქცია მიიღო,პირდაპირ მიადგა და დახურა,ყველა ოპოზიციური ტელემედია,საიდანაც აჟღერებდნენ ,,არასაომარ” პოზიციებს,რუსეთთან მიმართებაში.ანუ მოლდოვა და უკრაინა ,,მზად ყავს”..მაგრამ,ბოლო ორასი წელია,როცა რუსეთს მსგავს კომფლიქტებს უწყობს დასავლეთი,ერთი აუცილებლად კავკასიაში ხდება( გადახედეთ ისტორიას).ჩეჩნეთში უკვე ქნა ეს,წარმატებითაც ელცინის დროს, ნაგრამ პუტინმა მოღვაწეობა,სწორედ ჩეჩნეთის დაბრუნებით დაიწყო.აზერებს და სომხებს კი,სულ ახლახანს გაადინეს სისხლი.ვინღა შერჩათ,ძნელი გამოსაცნობია?გუშინწინ,ნატომ,გაერომ,ამერიკის სახელნწიფო დეპარტამენტმა და ევროპარლამენტმა,ერთ ხმაში ბრძანეს,( ეს იცოდა ბატონმა ივანიშვილმა,ასე რომ მოხდებოდა და არ აქვს სურვილი ,,უსარდლოს” საქართველოს ამ,წინასწარ წასაგებად განწირულ ომში)სანქციებს დაგადებთ ქვეყანასაც და პიროვნებებსაც,თუ ოპოზიციას თითს დააკარებთ და არ ,,გვაცდითო”..მიზანი კი მარტივი აქვთ,საქართველოში,მმართველობაში მოიყვანონ ის ძალები,რომლებიც სიხარულით გაწირავენ,ქართველ ერს,საზარბაზნე ხორცად.ამას ან ფერადი რევოლუციით მიაღწევენ,ან ვადამდელი არჩევნებით,რომელიც ,,ომის პარტიების” სასარგებლოდ გაყალბდება.უგულავა,ოქრუაშვილი და მელია,რომლებზეც შეხება აუკრძალეს საქართველოს ხელისუფლებას,ისეთი დანაშაულის გამო არიან თან ბრალდებულები,როგორის ჩამდენნიც,თავად ამერიკაში,ქალიან,კაციანად დაიჭირეს,შიდა ტერორიზმის მუხლითაც გაასამართლეს და 25-30 წლით,ციხეებშიც გამოკეტეს.,,დაიკიდეს” 75 მილიონი ტრამპის მომხრე ამერიკელი ხალხი და ყველა,მედია,პრესა თუ ინტერნეტ საიტებიც დაუბლოკეს.მოკლედ,სათქმელი სხვაც ბევრია,მაგრამ გამგები, რაც ვთქვი,იმითაც საკმარისს გაიგებდა და იკითხავდა,ეს გასაგებია, მაგრამ ხსნა რაშია ან სად არისო?აქ უკვე,მე ვიღაც ალექსანდრე,თავს უფლებას ვერ მივცემ,ერს რომელსაც ჰყავს,წმინდანად შერაცხული პოლიტიკოსი,რომელსაც სახელადაც კი ,,მართალი” დაერქვა,მე ვურჩიო რაიმე სხვა,გარდა იმისა,რაც ,,ილია მართალმა” ურჩიათ.მან კი,ასე ბრძანა( დახედეთ რუკას!), კათოლიკური დასავლეთიდან და მუსულმანური სამყაროსგან,ფიზიკი განადგურების და რუკიდან საერთოდ არ გაქრობის,ერთადერთი გზა საქართველოსი,არის რუსეთის ,,ფრთის ქვეშ” ყოფნა,სამხედრო,პოლიტიკური,ეკონომიკური,კულტურული და რელიგიური მჭიდრო კავშირებიო.ის საქართველოს,რუსეთის ფედერაციაში,დამოუკიდებელ,ავტონომიურ სუბიექტად შესვლაზე ოცნებობდა და იღწვოდა.ოღონდ,აღდგენილი,ბაგრატიონთა ტახტით და ავტეკეფალიით(ეს ოცნება,სტალინმა აუსრულა,იმ სხვაობით რომ,მოკავშირე რესპუბლიკად შეიყვანა ,,რუსული ფრთის” ქვეშ საქართველო და არა ფედერაციულ,ავტონომიურ სუბიექტად.ასე აჯობა თუ ილიას ვარიანტი იქნებოდა უკეთესი,მკითხველმა განსაჯოს,თუნდაც ჩრდილოეთ ოსეთის,ჩეჩნეთის,დაღესტანის და სხვა მის მსგავსთა ფონზე)..რუსეთის დუმაში,სწორედ ასეთი მოღვაწეობის გამო,სადაც ილია,ქართველ თავად-აზნაურობას წარმოადგენდა,ესროლეს ტალახი ბოლშევიკებმა,მენშევიკებმა და ყველა სხვა,მაშინდელმა პოლიტიკურმა ქართულმა ორგანიზაციებმა,ეძახეს რუსეთის მონა,პეტერბურგის აგენტი,ერის მოღალატე და ბოლოს ტვიითაც გაუსწორდნენ მას და სასიკვდილოდ უცემეს ისეთი ცოლიც,რომელიც,დაჭერილი მისი ქმრის მკვლელების და მისი მცემელების,შესაწყალებელ წერილებს სწერდა ხელისუფლებას და ითხოვდა ეპატიებიათ,არ ჩამოეხჩოთ ისინი.რადგან თვლიდა რომ,ილიაც აპატიებდათ გადარჩენის შემთხვევაში,ამ ბინძური მკვლელობის შემსრულებლებს,იცოდა რა,ისინი ,მოტყუებულნი ან მოსყიდულნი,ასრულებდნენ სხვათა ბრძანებას..ასე რომ,არც მე ველოდები ვარდების სროლას,ილია მართალის გზაზე წამსვლელი,ვიცი რა ამ გზის დასასრული ,,წიწამურიც”..ისიც ვიცი,ილიას მკვლელი და მისი არ შემსმენი ერი,ალექსანდრესგან ილიას ნათქვამის განმეორებით,ერთიანად რომ ვერ განიკურნება,კიბოსავით მოდებული ,,რუსოფობიისგან” და სხვა მსგავსი სიბრიყვეებისაგან,რაც ამ 30 წელში ,,ჩაუტენეს” ტვინში.მაგრამ თუნდაც ერთი ქართველიც რომ ,გონს მოიყვანოს ჩემმა ნაწერმა…ღირს ,,წიწამურადაც” კი..

ალექსანდრე ყანთელაძე