ეს ძალიან სევდიანი დღეა – იან კელი ნიკა მელიას დაკავებაზე

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და ენმ-ს ოფისთან განვითარებულ მოვლენებს – “სევდიან დღედ” აფასებს.

ეს ძალიან სევდიანი დღეა – იან კელი ნიკა მელიას დაკავებაზე

“ეს ძალიან სევდიანი დღეა. ამ დრომდე, მას შემდეგ რაც თბილისის სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიუსჯა, შეერთებული შტატების დედაქალაქში, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები, თბილისს ვითარების განმუხტვისაკენ მოუწოდებდნენ,”- ამბობს იან კელი.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ცოტა ხნის წინ დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.