შსს-ს ცნობით, ენმ-ის ოფისის შტურმისას 21 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბარამიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმის დროს ადმინისტრაციული წესით 21 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არის პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე. ის მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. ბარამიძე ამ დროისათვის [11:15] ენმ-ის ოფისში დაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, ენმ-ის ოფისის შტურმისას 21 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბარამიძე

შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მთავარი ფოტო: გიორგი ბარამიძე/”ფორმულა”

 

“ნეტგაზეთი”