ვიდეო: “ოცნების” დეპუტატი კომენდანტის საათის დროს რესტორანში ქეიფობს

კომენდანტის საათის დროს ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე დახურულ სივრცეში საკუთარ რესტორანში ათეულობით ადამიანთან ერთად ზეიმობს.

ვიდეო: “ოცნების” დეპუტატი კომენდანტის საათის დროს რესტორანში ქეიფობს

“კომენდანტის საათის დროს ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე დახურულ სივრცეში საკუთარ რესტორანში ათეულობით ადამიანთან ერთად ზეიმობს. გუშინ აქციის მონაწილეებს რომლებსაც გაუფუჭდათ ავტომობილი საშვი არ მისცეს გადაადგილების და გაყინეს ქუთაისის მაგისტრალზე.. ესაა თქვენი სამართალი.. სიტყვები არმყოფნის რა გიწოდოთ!”

“ალია” შეგასხენებთ, რომ ანზორ ბოლქვაძე 2008 წლიდან მოყოლებული პარლამენტარია…

პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები საუბრობენ მთავრობის შეცვლაზე 8 წელიწადში ერთხელ მაინც, ანზორ ბოლქვაძე კი 16 წელია პარლამენტარია და ის არ არის ერთადერთი ასეთი წარსულით.

ადამიანებს უკვირთ, აი, როგორ ქეიფობს დეპუტატის კომენდანტის საათის დროს, კაცი 16 წელია პარლამენტარია, ორი პარტია მოიცვალა, ორ მთავრობას გამოიცვლის მალე და თვალშიც არავის მოხვედრია ზედმეტად, ერთადერთი “საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს წლებია უკვე იმაზე, ანზორ ბოლქვაძე რომ ქონებას არ უთითებს დეკლარაციაში, ეგაც არავის ადარდებს, ხოდა, უკაცრავად, მაგრამ რატომ არ იქეიფებს? რატომ გგონიათ, რომ არ აქვს საქმე საქიფოდ მოწყობილი? აწუხებს ვინმე, ან რამე?

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ვიდეო იხილეთ აქ:

სოციალური ქსელი ; მიშა ბლოქვაძე