“პირველი არხი! სახლში საჭმელი იმ ხალხის ფულით მიგაქვთ, დღეს რომ რაღაცეებს აპროტესტებენ!”

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალური ქსელით, “საზოგადოებრივ არხს” მიმართავს:

“პირველი არხი! სახლში საჭმელი იმ ხალხის ფულით მიგაქვთ, დღეს რომ რაღაცეებს აპროტესტებენ!”

“პირველი არხი
ბიჭო, ოდნავ ტრაგიკული ფილმი მაინც ჩართეთ, ვითარებას რომ მოერგოს ტო!
ხელფასი საიდან გაქვთ იცით?!
ქუთაისში აქცია იყო? იცით რამდენი ხალხი იყო?
ნამუსი იცით? არ იცით!
რუსთავში გზა დაიკეტა? დაიკეტა!
კერძო ტელევიზიებს რა მოვთხოვო, თქვენ უნდა აშუქებდეთ ყველაზე მთავარს!
სახლში საჭმელი რომ მიგაქვთ, იმ ხალხის ფულით დღეს რომ რაღაცეებს აპროტესტებენ!”