საქართველოში ველური რუსოფობიის ზეიმია, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ხელს

87 წლის პოზნერი “გავაქციეთ”, არ შევარგეთ “ჩაქაფული”. ყველაფერთან ერთად, იმის გამოც გავლანძღეთ, თუ როგორ გაბედა თბილისში 31 მარტს ჩამოსვლა, ეს ხომ ჩვენი “პირველი პრეზიდენტისა” და “დამოუკიდებლობის რეფერენდუმის” დღეა თურმე.

საქართველოში ველური რუსოფობიის ზეიმია, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ხელს

რაც მოჰყვა იმ ავბედითი 91 წლის 31 მარტს, დღეს ვიმკით – გამოთაყვანებული საზოგადოება, რომელსაც მტერ-მოყვარე კი არა, მამრობითი და მდედრობითი სქესი ვეღარ გაურჩევია ერთმანეთისაგან, რუსი ტურისტების ვიზიტს აპროტესტებს (აბა რუსი პოლიტიკოსები ამათ ყურადღებას აღარ აქცევენ). საზოგადოება-მეთქი, ტყული ვთქვი. სინამდვილეში, დაახლოებით 20-30 ჭიჭყინა “ნაცი”, “ლგბტ” და სხვა სახის “აქტივისტი” გამოვიდა, რომელთაც კიდევ ერთხელ არ შეეხოთ ე. წ. კომენდანტის საათი.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ნაგავი აეხვეტა ქუჩიდან და კანონის დარღვევისთვის დაეკავებინა, მან რუსი ტურისტები (რომელთაც გადაადგილების ერთჯერადი საშვები ჰქონდათ, “ვინოტელიდან” ბელინსკის ქუჩამდე) დააჯარიმა. ხელისუფლება და მისი “გმირი პოლიცია” შეშინებული შესცქეროდა და ისმენდა, თუ როგორი ქსენოფობიური, ფაშისტური, უხამსი წივილ-კივილი გამართეს “აქტივისტებმა” ქალაქის ცენტრში. სახელისუფლებო არხ “იმედის” ვებ-გვერდზე ეს ნაგავი სწორედ ასე – “სამოქალაქო აქტივისტებად” არიან მოხსენიებულნი.

საქართველოში ველური რუსოფობიის ზეიმია, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ხელს, სხვადასხვა ვითომ-კონსერვატორი ძალები კი ამაზე საჯაროდ დუმილს ამჯობინებენ, მხოლოდ გადაჩურჩულებას თუ გაბედავენ ერთმანეთში – “ეს რა ხდება”. პოზნერს ბევრი არაფერი დაუკარგავს, მას და მის თანმხლებ რუს სტუმრებს არაფერი გაუჭირდებათ – განსხვავებით ქართული ტურისტული სექტორისგან, რომლის საჩვენებელი მიმზიდველობა რუსეთში დღეს დაიმარხა. მთავრობა ამას ხვდება, მაგრამ ხმას არ ამოიღებს.

საინტერესოა, “ქოცების” დიდი მოამაგე, “ვინოტელის” მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი მაინც თუ დაძრავს კრინტს და ახლაც გამოვა სატელევიზიო ეთერებში სიმართლის სათქმელად, როგორც განყენებულ, “არარუსულ” თემებზე გამოდიოდა? – ნაკლებად სავარაუდებელია. შიშს დიდი თვალები აქვს. მაგრამ ვისი და რისი გეშინიათ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

 

ეროვნულ პაზორაშვილი