ბაიდენი – პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

“პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“ – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენი - პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ვირუსი გავრცელებას კვლავაც განაგრძობს და ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს ჰგონია დასასრულს მივუახლოვდით და აღარ იცავენ წესებს. მაგრამ გულწრფელად გეტყვით: პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სანამ ყველა არ აიცრება, აუცილებლად უნდა დავიცვათ შესაბამისი პრევენციული წესები. დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

წყარო: newposts.ge