იოსიფ პრიგოჟინი ე. წ. ქართველ “სამოქალაქო აქტივისტებს”: “უკაცრავად, თქვენ დებილები ხართ?!”

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ “სამოქალაქო აქტივისტებად” წოდებულ ნაგავს რუსმა შოუმენმა იოსიფ პრიგოჟინმა გულახდილი შეკითხვით მიმართა – “თქვენ დებილები ხართ?!”

იოსიფ პრიგოჟინი ე. წ. ქართველ "სამოქალაქო აქტივისტებს": "უკაცრავად, თქვენ დებილები ხართ?!"

ალბათ მიხვდით, ეს შეკითხვა საქართველოში ჩაბუდებული რუსოფობი კრეტინების მისამართით ითქვა, რომლებმაც ბუმბა-იუმბას ტომის დონის “შაბაში” მოაწყეს რუსეთიდან ჩამოსული, საქართველოთი  მოხიბლული წარჩინებული ადამიანების მიმართ. “შაბაში” ამ ქმედებას თავად იუბილარმა – ჟურნალისტიკის მეტრმა ვლადიმირ პოზნერმა უწოდა (რა უსამართლოა ქვეყანა – პოზნერსაც ჟურნალისტი უნდა ერქვას და ნოდარიკო მელაძესაც…) და მისთვის ჩვეული შავი, მაგრამ ინტელიგენტური სარკაზმით დასცინა ბუმბა-იუმბა ქართველებს, როდესაც თავისი რუსი კოლეგების წასაკითხად თავის საიტზე «Познер Online» დაწერა:

პატივცემულო კოლეგებო! მოგახსენებთ, რატომ არც ერთ თქვენგანთან კომენტარი არ გავაკეთე იმის შესახებ, თუ რა მოხდა თბილისში, არავის მოწვევა არ მივიღე გადაცემაზე მისასვლელად. ამას უბრალო და, როგორც ვფიქრობ, აშკარა ახსნა აქვს: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შაბაში მოაწყვეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივი იქნებოდა მათთვის. ამიტომაც ვდუმვარ და განვაგრძობ დუმილს“.

თუმცა უფრო “გლეხური” ანუ მარტივი და გულითადი კომენტარი გააკეთა რუსმა მუსიკალურმა პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა.

ჩვენ მთლად ბოიკოტირება თუ არ უნდა მოვახდინოთ, უახლოეს პერიოდში, სანამ ეს გაურკვევლობა არ დასრულდება, ეს რეგიონი სტოპ-ლისტზე მაინც უნდა დავსვათ” – განაცხადა პრიგოჟინმა რადიოსადგურ “Говорит Москва”-ს ეთერში.

პრიგოჟინმა, ამასთან, მადლობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და სამართალდამცავ ორგანოებს იმისათვის, რომ მათ დაიცვეს პოზნერი და “კატასტროფა არ დაუშვეს”.

რუსებს ქართული სამზარეულოს გარდა, ქართველი ხალხი გვიყვარს – ამიტომ ჩავდივართ საქართველოში!” – ხაზგასმით აღნიშნა პრიგოჟინმა.

პროდიუსერმა ასევე მიმართა იმ “ქართველებს”, რომლებმაც მოხუც ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს:

ეს, უბრალოდ, უზრდელობაა. ჩვენთან, კავკასიაში, წესია უფროსების პატივისცემა. თქვენ დებილები ხომ არ ხართ? მოუსმინეთ უფროს ადამიანებს და დასკვნები ისე გააკეთეთ!” – აღნიშნა პრიგოჟინმა რადიოეთერში.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს იმისთვის აქებენ, რომ მთავრობამ და პოლიციამ გადაარჩინეს 87 წლის სტუმარი და სხვა სტუმრები (ასაკს რა მნიშვნელობა აქვს – სტუმარი სტუმარია!) ერთი მუჭა, მაგრამ გათავხედებულ-გავეშებული ველური ბრბოს ანგარიშსწორებისაგან. ამჟამად არყისგან მოწამლულ ელენ ხოშტარიას, რომელიც კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით გდია, იმ ღამეს შეეძლო, პოზნერის ხორციც შეეჭამა. ვაშაა, პოლიციამ გვიხსნა ამ სირცხვილისაგან; რუსებსაც მოსწონთ ეს – კიდევ კარგი, რომ მოსწონთ, მაგრამ ეს ცოტაა ჩვენი სირცხვილის ჩამოსარეცხად. პრემიერმა ღარიბაშვილმა, მართალია, სწორი შეფასება მისცა ბარბაროსების არაქართულ, არაკაცურ ქმედებებს, მაგრამ ამავე დროს, თავისი განცხადების დასაწყისში ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორი შეცდომაც 2019 წლის 20 ივნისს დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც ხელოვნურად აგორებული “ბარდაკი” “სამოქალაქო პროტესტად” შეაფასა, რომელსაც თურმე “ნაცები” მიეტმასნენ.

ნაცები რომ არ გამოჩენილიყვნენ, განა ეს გამართლებული პროტესტი იქნებოდა?! გაგიჟდი, ირაკლი?!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”