კიევი ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს- დიმიტრი პესკოვი

კიევი, ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს, ეს იდეა მიუღებელია თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებისთვის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კიევი ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს- დიმიტრი პესკოვი

„ჩვენთვის ძალიან საეჭვოა, რომ ეს უკრაინას შიდა პრობლემასთან გასამკლავებლად დაეხმარება. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას, რადგან ხალხის აზრს ყურადღების გარეშე ვერანაირად ვერ დატოვებ, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი და თუ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ადამიანის აზრს იკითხავთ, გაიგებთ, რომ ამ ხალხისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია,“ – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა და რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება.