პარლამენტი არ გვაქვს, შესაბამისად კითხვა მდგომარეობს ამაში, სად შევიდეთ? – იაგო ხვიჩია

ჩვენ ზოგადად გვინდა, რომ საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ გირჩის ე.წ. მესამე გზა, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

პარლამენტი არ გვაქვს, შესაბამისად კითხვა მდგომარეობს ამაში, სად შევიდეთ? - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება რომ მიიღოს “ქართულმა ოცნებამ” მათ გარანტიები უნდა მისცეს, რომ იქ შესაძლებელი იქნება კამათი იმის შესახებ, რა არის საღი აზრი.

“ზოგადად გვინდა შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან”, შეიძლება ტელეფონითაც შევეხმიანოთ ერთმანეთს, ისე გავარკვიოთ, უბრალოდ ამბავი გადავცეთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, ჩვენ ზოგადად გვინდა, რომ საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ გირჩის ე.წ. მესამე გზა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა პარლამენტში შესვლა, პრობლემა გვაქვს იმაში, რომ პარლამენტი არ გვაქვს, შესაბამისად კითხვა მდგომარეობს ამაში – სად შევიდეთ. უბრალოდ უნდა გავარკვიოთ “ქართული ოცნება” ისევ იგივე აზრზეა, რომ 48 ვარ მე და თქვენ 3 – ასე უყურებს საკითხს, თუ პარლამენტი მართლა პარლამენტი ჰგონია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ რა არის საღი აზრი. ასეთი ტიპის გარანტიები თუ “ქართული ოცნებისგან” დაიდო, მთელი ოპოზიცია შეიძლება იქ შევიდეს.” – აცხადებს “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია

წყარო: ptn.ge