პოზნერმა და მირიანაშვილმა თბილისის სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს 15 ბინა შეუძინეს – ლევან მამალაძე

2015 წელს თბილისში მომხდარ წყალდიდობას ადამიანები შეეწირნენ. მაშინ მთელი საზოგადოება ერთად დადგა და ერთად ებრძოდა სტიქიის სასტიკს შედეგებს.

პოზნერმა და მირიანაშვილმა თბილისის სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს 15 ბინა შეუძინეს - ლევან მამალაძე

ერთ-ერთი მათგანი, ვინც სტიქიით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა ქალბატონი მირანდა მირიანაშვილი იყო. მირიანაშვილის ინიციატივით სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად რუსეთში მოქმედი ელიტის დიდი შეკრება გაიმართა და ჰუმანიტარილი დახმარებისთვის ჯამში 700 000 ევრო ააგროვეს. ამ ფულით თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ბინები შეუძინეს.

ტექნიკით აღჭურვილი და გარემონტებული 15 ბინა თბილისის ცენტრალურ სადგურთან მდებარე კოსპუსში იქნა შეძენილი და სრულიად უსასყიდლოდ საკუთრებაში მაშინვე გადასცეს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ აღნიშნულ ჰუმანიტარულ აქციაში ქართველთა დასახმარებლად ვლადიმერ პოზნერიც იღებდა მონაწილეობას და ქართველების დასახმარებლად საკუთარი სახრსრებიდან 7000 დოლარი გაიღო.

თუმცა მირანდა მირიანაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი საქართველოს მიმათ რუსეთში დადებითი განწყობების გასაღვივებლად, ნამდვილად არ მოეწონათ ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ რუსეთის მიერ საქართველოში ჩანერგილ აგენტებს, რომელთაც წინასწარ იცოდნენ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ინეტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილ რუსულ ელიტას სამარცხვინო დახვედრა მოუწყვეს.

ასე ვერანაირ ოკუპანტს ვერ დავამარცხებთ, მხოლოდ სახელს გავუტეხთ ჩვენს ქვეყანას, ლოიალური ტურისტებიც კი შეიკავებენ თავს საქართველოსში ჩამსვლაზე!

ჩვენ თუ გვინდა რუსეთის პოლიტიკაზე ზეგავლენა მოვახდინოთ, სწორედ გავლენიანი ელიტა უნდა განვაწყოთ საქართველოს მიმართ დადებითად. ეს შეძლო აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ და პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ტერიტორიული მთლიანობაც აღადგინა. საზოგადოებას დასკვნების გამოტანა თავად შეუძლია, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი სამარცხვინო დამოკიდებულება, ტურიზმის გაჩერება და ქვეყნის გაღატაკება!