ნატოში შესვლის მცდელობები უკრაინას საბოლოოდ დაშლის – დ. ბიძინაშვილი

დონბასის გადარჩენის ერთადერთი გზა, უკრაინის ნატოში შესვლაა – განაცხადა ზელენსკიმ. თან გუშინ, უკრაინამ უარი განაცხადა, მინსკის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ზელენსკის უკრაინა ამ გზით მიჰყავს საბოლოო დაშლისაკენ.

ნატოში შესვლის მცდელობები უკრაინას საბოლოოდ დაშლის - დ. ბიძინაშვილი

 

სამმხრივი საქონტაქტო ჯგუფის ხელმღვანელი, ალექსეი არესტოვიჩია – ყოფილი ბლოგერი, რომელმაც ადრე აღიარა, რომ მისი პატრიოტული სულისკვეთება მოჩვენებითი იყო და მხოლოდ კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარეობდა. არესტოვიჩი, პირდაპირ ომს ქადაგებს რუსეთთან.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამერიკელები უსვამენ რუსებს კითხვას – რატომ გაზარდეს ჯარის რაოდენობა უკრაინის საზღვრებთან? ე.ი რუსეთმა არ უნდა დაიცვას თავისი საზღვრები და სამაგიეროდ, არავინ უსვამს ამერიკელებს შეკითხვას, თუ რა ჯანდაბას აკეთებენ ამერიკელები 10000 კმ ის მოშორებით.

აქ ამბავი ატყდება, დედა შვილს ვერ აიყვანს. უკრაინა იმ გზას გადის, როგორზეც საქართველო გაატარეს. ერთი რამ რჩება გასარკვევი, მთლიანად გადაყლაპავს რუსეთი უკრაინას თუ მის რომელიმე სხვა ტერირიტორიას მიიერთებს. არც სხვა მეზობელი ქვეყნები იტყვიან უარს მის განაწილებაზე თუ უკრაინა საბოლოოდ დაეცა და ამას საჯაროდაც აღიარებენ.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად პირველად უკრაინელები დაარტყამენ და ეს გადაწყვეტილ ამბადაც მიმაჩნია, ამის მერე რუსებს ხელ-ფეხი ექნებათ გახსნილი. ძალიან ნაცნობი სიტუაციაა.

თუ გადარჩა უკრაინა სრულიად დაშლას, ახალ ტერიტორიებს და გაზს დაკარგავს სრულად, ოღონდ ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე აშენდება ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომლის მშენებლოება მიუხედავად სანქციებისა, მაინც ჯიუტად გრძელდება. შეგახსენებთ, რომ რუსულ გაზს უნგრეთიდან ყიდულობენ ორმაგ ფასში, თან გაზის ტრანზიტს სულ უფრო უმცირებს გაზპრომი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთის ნაკადით დაიწყეს ევროპის ქვეყნების მომარაგება.

საქართველოში ბევრი გაზი და ნავთობიაო, არც გაბედოს ვინმემ მისი მოპოვება, თორემ სხვა ქვეყნების ბედს გავიზიარებთ და ეს მოჩვენებითი დამოუკიდებლობაც კი სანატრელი გახდება.
P.s რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, რუსეთის არმიის მასშტაბური შემოწმება და მომზადება დაიწყო.

დიტო ბიძინაშვილი