ნაციონალებო თქვე ინდაურებო და ქვეყნის მტრებო: ახლა ტირიხართ და მოთქვამთ, არ გაიყიდოს ქართული მიწებიო… – დიტო ბიძინაშვილი

ნაციონალებო თქვე ინდაურებო და ქვეყნის მტრებო, თქვენ რა გიხარიათ ამ აქციებით? თქვენ გგონიათ თქვენ ისარგებლებთ რამეთი და ხალხი თქვენ შემოგიერთდებათ? მანამდე არ გაიხაროს ქართველი ხალხის მტერმა, სანამ თქვენ უკან მოგაბრუნებთ ან გვერდით დაგიდგებით როდესმე.

ნაციონალებო თქვე ინდაურებო და ქვეყნის მტრებო: ახლა ტირიხართ და მოთქვამთ, არ გაიყიდოს ქართული მიწებიო... - დიტო ბიძინაშვილი

ახლა ტირიხართ და მოთქვამთ – არ გაიყიდოს ქართული მიწებიო, დედა დედა, როგორ ჯავრობთ თქვენ ამ ამბავს. პოლიტიკური ქულებისთვის გინდათ, რომ იქნება მობრუნდეთ და შურისძიების სურვილი გკლავთ.
კოდორი გაყიდეთ, ვინც კოდორს იცავდა ისინი ქვეყნის მტრებად გამოაცხადეთ და გააქციეთ.
ჰესები რუსებს მიყიდეთ, წყალი რუსებს მიყიდეთ, ყველა ენერგო ბერკეტი მათ მიეცით.
ნამოხვანის და სხვა დაკონსერვებული თემები გააცოცხლეთ და შხამი ჩაუშვით ეროვნულ აზროვნებაში.
გარეჯი გაყიდეთ
ქართლის მიწები გაყიდეთ და იმისთანა კაპიტულაციას მოაწერა ხელი თქვენმა ბელთაყვა ბელადმა, რომ დღემდე არ ვიცით რა წერია შიგნით.
ერგნეთის ბაზრობა აიღეთ და ყველა საკომუნიკაციო საშუალება მოსპეთ ოსებთან, რომლებთანაც ყველა ძველი ამბავი უკვე მოგვარებული იყო.
და ეს ყველაფერი ანუ ყველა კონფლიქტური მიწები, იმის გამო შეტენეთ სხვებს, რომ ნატოში შეეთრია დარჩენილი საქართველო სააკაშვილს.
რუსეთთან ურთიერთობებში კიდევ უფრო დაძაბეთ მდგომარეობა.
აი თქვენისთანა რეგვენებმა ან სხვა ლიბერალებმა რომ ვეღარ დაძაბონ სიტუაცია, ზუსტად ამიტომ არის საჭირო დიპლომატიის აღდგენა.
ბიჭების ცხედრებით მოფენილი იყო არემარე და კონცერტებს ატარებდით, აი ომი მოვიგეთო.
მერე საზღვართან ჩაიხადეთ და უკანალი მიუშვირეთ თქვე თავის მომჭრელებო.
ახლა გამოდიან ამათი საყურიანი ტიპები და ხალხს აბოლებენ, თითქოს გული შეტკივათ ქართულ მიწაზე.
მაგ სიმართლით იარეთ მთელი ცხოვრება.
უხარიათ აქციები, იქნება ჩვენ გვეშველოსო. რაღა თქვენ და რაღა ჯალალედინი.
ტიპებს მთელი ცხოვრება არაფერი არ გაუპროტესტებიათ და ახლა მოვიდნენ ფერზე. უშანსოდ ხართ!

დიტო ბიძინაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი: სოციალური ქსელი