ქვეყანაში ფორსირებურად ხდება  ყველას და ყველაფრის ერთ დიდ ტალახში გასვრა…- კაკო სვანიძე

აღარავითარი წითელი ხაზები აღარ არსებობს .
ბრძოლა მიდის – ,, ბრძოლა წესების გარეშეც “ ვერ წარმოიდგენდა. ბრძოლა მიდის ბოლომდე – ვისაც სიტყვა ეთქმის ან რაღაცა დაეჯერება, მისი მიწასთან გასწორებისათვის.

 ქვეყანაში ფორსირებურად ხდება  ყველას და ყველაფრის ერთ დიდ ტალახში გასვრა...- კაკო სვანიძე

დიდი ხანია უკვე ფასეულობების გაუფასურება მოხდა. ეხლა კიდე თუ ვინმე არი დარჩენილი ისეთი, რომ ერმა ან ერის ნაწილმა მცირე დადებითი შეფასება რომ მისცეს მის განვლილ ცხოვრებას ან მოღვაწეობას, ყველა უნდა განოლდეს, არათუ განოლდეს – მიწასთან გასწორდეს.

ქვეყანაში ფორსირებურად ხდება ყველაფრის და ყველას ერთ დიდ ტალახში გასვრა. დევიზით: გაუსვრელი ფასეულობების მატარებელი ამ ქვეყანაში არავინ დარჩა. ეს ეხება ბერსაც და ერსაც.

მზაკვრული დიდი შეთქმულებაა ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის , და ისეთი ხალხისთვის რომელიც თავისი წინაპრების ცხოვრების წესით ამაყობდა და ამაყობს . ზუსტად ამ სიამაყეს და ტრადიციას კლავენ თითოელი ინდივიდის გაუფასურებით .
უავტირიტეტო ქვეყანა: მომავალი თაობისთვის მისაბაძი ხალხის და ინდივიდების გასვრა  და მორალური მოსპობა .

კაკო სვანიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი; სოციალურიქ ქსელი