2025 წლიდან რუსეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურს შექმნის, გუშინ კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კოსმონავტები დაბრუნდნენ

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე “სოიუზ მს-17”-ის მოდული დაბრუნდა. ყაზახეთში განლაგებულ რუსულ კოსმოდრომზე მან ამერიკელი ასტრონავტი ქეთლინ რუბინსი, რუსი კოსმონავტები სერგეი რიჟიკოვი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი დააბრუნა უკან. ამის შესახებ “როსკოსმოსმა” და “ნასამ” ვიდეოკადრები გაავრცელეს (იხ. ქვემოთ).

2025 წლიდან რუსეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურს შექმნის, გუშინ კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კოსმონავტები დაბრუნდნენ

ასევე ცნობილი ხდება, რომ 2024 წელს, როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის ვადა დასრულდება, რუსეთი საკუთარ, ეროვნულ პროექტს განახორციელებს და თანამედროვე რუსულ კოსმოსურ სადგურს შექმნის.