რისი რცხვენია გია ვოლსკის? – დეპუტატის აღიარება

“მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს იმ რეკომენდაციების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული პოლიტიკური სპექტრის მისამართით კეთდება.

რისი რცხვენია გია ვოლსკის? - დეპუტატის აღიარება

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, როცა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელს უწევს მოწოდება, გიყვარდეთ სამშობლო და საზოგადოება.

“არავინ არ თქვას, რომ საქართველოს შეუძლია იარსებოს და სამშვიდობოს გავიდეს საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური თანადგომის გარეშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაპირობებენ. როდესაც გირჩევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისთვის” დათმობას გირჩევენ. კიდევ ერთხელ, დაფიქრება გვმართებს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

იპნ