“სანამ იარაღს დაგვიმიზნებთ, კარგად დაფიქრდით; რუსები თავისიანებს არ ტოვებენ!” – პასეჩნიკმა ზელენსკის მიმართა

დონბასის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ლეონიდ პასეჩნიკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონბასის რეგიონში შესახვედრად მიიწვია.

"სანამ იარაღს დაგვიმიზნებთ, კარგად დაფიქრდით; რუსები თავისიანებს არ ტოვებენ!" - პასეჩნიკმა ზელენსკის მიმართა

ზელენსკის ვითომ-მიწვევა, სუსტი პიარსვლაა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი შესაბამისად გამოეხმაურა და თავად ზელენსკის მოუწოდა, შეხვედრისთვის მოსკოვში ჩავიდეს, მანამდე კი დონბასის რესპუბლიკებთან დაიწყოს მოლაპარაკება.

თუმცა პუტინის პარალელურად, ზელენსკის ლუგანსკის რესპუბლიკის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩნიკმა უპასუხა:

“ბატონო ზელენსკი, თქვენ არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება, ჩვენს სახლში დანიშნოთ შეხვედრები. თქვენ უსინდისოდ უწოდებთ დონბასს თქვენს მიწას მაშინ, როდესაც იცით, რომ უკრაინული მიწა თქვენ უკვე გაყიდეთ!” – შეახსენა ლუგანსკელმა ლიდერმა თავის კიეველ კოლეგას.

პასეჩნიკმა კიევს ასევე მოუწოდა, მანამ, სანამ დონბასის რესპუბლიკებისკენ იარაღს მიაშვერდნენ, კარგად დაფიქრდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამას. “რუსები თავისიანებს არ ტოვებენ!” – დასძინა პასეჩნიკმა.