“ბევრჯერ მითქვამს, რუსეთი უმოქმედობით დაგვსჯის მეთქი, აი თითს არ გაანძრევს საერთოდ…”

არავინ იცის რას გააკეთებს უცხო ტომელები გაყიდულ ქართულ მიწაზე.
არც ერთი ვართ წინასწარმეტყველები – შეიძლება ბაზები ააშენონ, შეიძლება ჩამოსახლდნენ, შეიძლება მეჩეთები ააგონ, შეიძლება რესურსები გაანადგურონ და შეიძლება არც არაფერი გააფუჭონ – დავუშვათ ასეთი დაშვებაც.

"ბევრჯერ მითქვამს, რუსეთი უმოქმედობით დაგვსჯის მეთქი, აი თითს არ გაანძრევს საერთოდ..."

მაგრამ მე რომ ვიყო კრემლის მესვეურების ადგილზე, თურქებს ხელს არ შევუშლიდი საქართველოს გურჯისტანად გადაქცევაში და ბაზების აშენებაში.
მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი ქვეყანაა თურქეთი, რუსებთან საბოლოო გამარჯვებაში, შანსი არა აქვთ და ეს იცის მთელმა მსოფლიომ.
რაც შეეხება თურქულ ბაზებს, რომლებსაც ექნებათ საოცარი სტრატეგიული მდებარეობა, დრო რომ მოვა, რუსებს ექნებათ სამხედრო მანევრის საბაბი და რაც მთავარია, აშენებული მზა ბაზებიც დახვდებათ.
სისულელეა ხომ რაც დავწერე, აი კრემლისთვის არაფერია სისულელე, რადგან ჩვენგან განსხვავებით, 50 წლით წინ იყურებიან ყოველთვის, ჩვენ ჯერ სხვების დაცინვაში და გინების დახვეწის ფაზას ვერ ავცდით.
რუსეთი დგას საპროტესტო აქციის უკან – ესაა ყურით მოთრეული სისულელე, რადგან მოვა დრო და კაბალური ხელშეკრულებების კასკადებით დამონებული ქართველი ხალხი, ისევ მაგათ მიადგება დახმარების სათხოვნელად. ისტორია შეცდომებს არავის პატიობს! ვერ გაიგეთ კიდევ ჩვენი რეგიონის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მდებარეობა, ეს ვერ შეიგნეთ ჯერ.
ბევრჯერ მითქვამს, რუსეთი უმოქმედობით დაგვსჯის მეთქი, აი თითს არ გაანძრევს საერთოდ, არც ცუდს გააკეთებს დ არც კარგს, იქამდე სანამ საქართველოს მთავრობა ნატოს შეიარაღების განლაგებას არ მოისურვებს აქ, და ეს ყველაფერი ახლა ხდება ჩვენს თვალწინ.
პაშინიანის მაგალითზეც ვერ სწავლობთ ვერაფერს? აგერ იყო ახლა სულ ცოტა ხნის უკან, მაგრამ რას შეაგნებიებ იმ ხალხს, ვისაც გონია, რომ დრონებმა მოიგო ომი და ამის უკან რა მოხდა, ამას ცოცხალი თავით არ აღიარებენ.
ამიტომ მივმართავ ჩვენ პოლიტიკოსებს – დაანებეთ თავი მსოფლიო პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფას, თქვენ ისედაც არავინ გვთვლით ტოლ-სწორად. ზოგი დროშას არ გახვედრებთ და ზოგი სკამს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე. დაანებეთ თავი სხვების მონობას, ბიზნესების ლობირებას, რომლის საშუალებითაც ხართ დაბმულები – 30 ვერცხლის სინდრომი ქვია მაგას, გამოიჩინეთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვაჟკაცობა და ამ დაქცეული ქვეყნის განვითარებაზე იფიქრეთ.

დიტო ბიძინაშვილი; სოციალური ქსელი