“სალომე ზურაბიშვილი მავნებელია, მის სიგიჟეებს დასაბუთება არ აქვს!” – გულბაათ რცხილაძე

საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვაკის პარკში, იქ, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავია, გაკეთდეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი…

"სალომე ზურაბიშვილი მავნებელია, მის სიგიჟეებს დასაბუთება არ აქვს!" - გულბაათ რცხილაძე

საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მავნებელია. ეს ქალი ჩარჩენილია 1918-21 წლებში, არის “მენშევიჩკა” და ჩვენ ვიცით, რომ მენშევიკები არ იყვნენ პატრიოტები. მენშევიკებმა, გარდა იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლეს, საშინელება ჩაიდინეს ეკლესიის მიმართაც. 1917 წელს, როდესაც საქართველოში ავტოკეფალია აღდგა, საქართველომ კათალიკოს-პატრიარქად აირჩია კირიონი (საძაგლიშვილი), უსპეტაკესი ადამიანი, რომელიც მოკლეს მენშევიკებმა, თანაც ისე საშინლად მოკლეს, რომ მართლმადიდებლისთვის სათქმელადაც კი შემზარავია, მას თვითმკვლელობა დააბრალეს. ეს ამბავი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდებმა არ იციან, შესაძლოა, არც მათმა მშობლებმა იციან და ამიტომ ვამბობ, – ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი შთამომავალია იმ მენშევიკებისა, რომლებმაც წაბილწეს ეკლესია და მოკლეს ილია.

სალომე ზურაბიშვილს არეული აქვს ტვინი, რომელიც ისედაც დაბალი სიმძლავრის, დაბალი დონისაა, და ეს ქალი გამოდის ინიციატივით, რომ ის ერთადერთი მონუმენტი, რომელიც დარჩა თბილისში დიდი სამამულო ომის გამარჯვების აღსანიშნავად, გადააკეთოს, წაშალოს. აქვე ვიტყვი იმავეს, რაც თავშიც გითხარით: სალომე ზურაბიშვილი დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, ეს გველური ინიციატივა მის ტვინში არ მოხარშულა, მას ეს შესთავაზეს და დიდი სიხარულით დაეთანხმა, ზურაბიშვილსა და მისნაირებზე ამ ქვეყანაში ევროპა-ამერიკა მუშაობს.

დავრეკე მერიაში და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ არაფერი იციან და სამუშაოები, რომელიც ვაკის პარკში მიმდინარეობს, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოპირკეთების შეცვლა-შეკეთება კი დაგეგმილი არ არის.

პრეზიდენტად წოდებულმა ქალმა ეს ინიციატივა გაასაჯაროვა, ქალმა, რომელიც ისე არაადეკვატურია, რომ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი შეიწყალა. მკვლელი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ეძებდნენ, რატომ შეიწყალა, კაცმა არ იცის. ასე რომ, ინიციატივა, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთებაზე გამოითქვა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდ საფრთხედ რჩება. ამ ქალის სიგიჟეები დაუსაბუთებელია.

 

გულბაათ რცხილაძე