“წინაპრების საფლავებს ჰყიდიან ესენი და თქვენ რომელი “ნამოხვანის” მშენებლობის შეჩერებას ელით ასე?!” – გ. რცხილაძე

რიონის ხეობის გასხვისება, კაბალური ხელშეკრულების პირობებით ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და კიდევ უფრო კაბალური პირობებით მისი მომავალი ექსპლუატაცია – 23 მაისს თბილისში გაპროტესტდება აქტივისტების მიერ, მაგრამ არსებობს დიდი “მაგრამ”:

"წინაპრების საფლავებს ჰყიდიან ესენი და თქვენ რომელი "ნამოხვანის" მშენებლობის შეჩერებას ელით ასე?!" - გ. რცხილაძე

შიმშილისგან დაოსებულ იმ სოფლელებს რას ეუბნებით, ვინც უკვე ცლის სახლებს და გადასასვლელად ემზადება, თურქული “პადაჩკების” მოლოდინში? სახლებს გარდა, აგერ, წინაპართა საფლავებს ჰყიდიან – დიახ, გაყიდეს საფლავები (იხ. ვიდეო), ამას გაყიდვა ჰქვია! ერთი რამ აწუხებდათ მხოლოდ და ის წუხილიც მოუშუშა ჩვენი ხალხის კონკრეტულ ნაწილს თურქულმა “ენკამ” – დასაფლავებულ მიცვალებულებს “კომპანიის ხარჯით” გადაასვენებენ. აი კომპანიას რომ არ გაეღო ხარჯი, “სხვა საქმე” იქნებოდა, მაშინ დაუშვებელი იქნებოდა ჰესის მშენებლობა, მაგრამ ახლა თურმე “შეიძლება”…

ასე მსჯელობს ჩვენი ხალხის ნაწილი, კონსენსუსი ნამოხვანის არაშენებაზე არ არსებობს – იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი; ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, მხოლოდ “ნამუსი არ იყიდება”… მაგრამ წინაპრის საფლავს რომ გაყიდის კაცი, ეს იგივე ნამუსის გაყიდვა არ არის?!

მინდა, ჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს თუ არაორგანიზატორებს მივმართო: წინაპრების საფლავებს ჰყიდიან ადგილობრივები და თქვენ რომელი “ნამოხვანის” მშენებლობის შეჩერებას ელით ასე, როდესაც გამყიდველ პოლიტიკურ ზედაფენას საფუძველს ხალხის საკმაო ნაწილი უმაგრებს?! ჰესის მშენებლობის შეჩერება კი არა, უკვე დროა (თუ დაგვიანებულიც არა), პოლიტიკური სვლა მისცეთ ამ საქმეს – სანამ საქართველოს პოლიტიკური ველი ლიბერასტებისგან არ გაიკრიფება, სანამ ასე იპამპულავებთ თავებს დენდროპარკის კარაბას-ბარაბასის ხან ერთი თოჯინის, ხან მეორის, ხან მესამის და მეოთხის ხელში, მანამ სულ ასე გაბითურებულები ივლით ზევით-ქვევით!

ჰო, კიდევ: “ამერიკა მხარს გვიჭერს!”- ღრიალი არ დაგავიწყდეთ, თორემ ისე შორს ვერ წახვალთ!

 

გულბაათ რცხილაძე