რუსეთმა პასპორტები დონბასში მცხოვრები 530 000-მდე მოქალაქისთვის გასცა

რუსეთის ფედერაციამ რუსული პასპორტები კიევის დიქტატისგან დონბასის  თავისუფალ ნაწილში მცხოვრები 530 000-მდე მოქალაქისთვის გასცა, – შესაბამის ინფორმაციას სააგენტო ТАСС რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა პასპორტები  დონბასში მცხოვრები 530 000-მდე მოქალაქისთვის გასცა

„პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის განკარგულების ამოქმედების შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ადგილებში მცხოვრებმა 527 000-ზე მეტმა ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო“, – განაცხადეს რუსეთის შსს -ის პრესცენტრში.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი, სხვადასხვა მიზეზით, 2 000-მდე ადამიანს ეთქვა.

შეგახსენებთ, 2019 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემის პროცედურის დაჩქარების შესახებ.