დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსში ერთვება

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ მადრიდის 1000-ქულიან მასტერსზე გადაინაცვლა, რომლის საპრიზო ფონდიც 3 226 325 ევროა.

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსში ერთვება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე 1/32-ფინალიდან არის განთესილი, სადაც მისი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 35-ე ჩოგანია.

31 წლის პერის, ბასილაშვილი კარიერაში 4-ჯერ შეხვდა. აქედან 3 შემთხვევაში ფრანგს დარჩა გამარჯვება, ხოლო ერთხელ ქართველმა მოუგო. თუმცა საჩოგბურთო ექსპერტების შეფასებით დღევანდელი შეხვედრის ფავორიტი ნიკოლოზ ბასილაშვილია.

ფრანგი ჩოგბურთელის დამარცხების შემთხვევაში, მადრიდული ტურნირის 1/16 ფინალში, ნიკოლოზი ბერძენ ტალანტს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მადრიდის მასტერსის 1/32 ფინალური შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილს და ბენუა პერის შორის, დღეს, საქართველოს დროით 16:00საათზეა ჩანიშნული.

 

“იმედინიუსი”